Home » ფინანსები » „უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის“
„უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის“

„უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის“

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გასული წლის ბოლოს შევხვდით აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებს, სადაც ჩვენ მათ დავპირდით, რომ 2018 წელს მათ არ ექნებათ ხარჯი და სახელმწიფო გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით დაფინანსებას. გიდასტურებთ, რომ წელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ამ ხარჯის გაღებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ პროექტმა გაამართლა და ამას ადასტურებენ სექტორის წარმომადგენლებიც.

„ეს არის უპირველესად თვითონ კომპანიებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. მათ აქვთ საშუალება მოახდინონ უკეთესი დაგეგმვა თავიანთი წარმოების და ეს რეფორმა იყო წარმატებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც არაალკოჰოლური სასმელების მარკირება სავალდებულო გახდა. მარკირების ღირებულებას სახელმწიფო იხდის.

Share