Home » საზოგადოება » “საბანკო და საინვესტიციო მიმართულებას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კვეთა არ ექნებათ”
"საბანკო და საინვესტიციო მიმართულებას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კვეთა არ ექნებათ"

“საბანკო და საინვესტიციო მიმართულებას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კვეთა არ ექნებათ”

გაყოფის შემდეგ BGEO-ს აქტივები საქართველოს კაპიტალის ჯგუფში გაერთიანდება

BGEO -ს გაყოფის შემდეგ, ჯგუფის საინვესტიციო აქტივების მფლობელი სს „საქართველოს კაპიტალის ჯგუფი“ გახდება.

კომპანიას, რომლის 100% -ის მფლობელი დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული BGEO group PLC -ია, ირაკლი გილაური ჩაუდგება სათავეში, მის სამეთვალყურეო საბჭოს კი, ეკატერინე შავგულიძე უხელმძღვანელებს. საბჭოში არიან ირაკლი გილაური, ავთანდილ ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე.

5 იანვრიდან ახალი სახელით „საქართველოს კაპიტალი“ დაიწყო ფუნქციონირება „ბიჯეო ინვესტმენტმაც”.

ქვეყნის უმსხვილესი საბანკო-საინვესტიციო ჯგუფის გაყოფის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კომპანია იქნება დალისტული: „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG), “საქართველოს კაპიტალის ჯგუფი”და „საქართველოს ბანკი“.

BGEO ჯგუფის გაყოფა 2018 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

როგორც დეკემბრის ბოლოს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა GBC-ს განუცხადა გაყოფა მოხდება ყველა დონეზე – საბანკო და საინვესტიციო მიმართულებას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კვეთა არ ექნებათ და აქციონერებიც ამ მიმართულებით გაიყოფიან.

„დღეს აქციონერს თუ უჭირავს BGEO ჯგუფის აქცია, ის მიიღებს საქართველოს ბანკის აქციას და საინვესტიციო ჯგუფის აქციას და თავად გადაწყვეტს თუ რა მოცულობით და რა პროპორციით განახორციელოს ინვესტიცია თითოეული მიმართულებით“, – განაცხადა მაშინ კახა კიკნაველიძემ და აღნიშნა, რომ ელის “საქართველოს ბანკში” ახალი აქციონერების შემოსვლას.

“კომერსანტი”

Share