Home » მსოფლიო » The Economist – 1 წლის პრეზიდენტი ტრამპი
The Economist - 1 წლის პრეზიდენტი ტრამპი

The Economist – 1 წლის პრეზიდენტი ტრამპი

“1 წლის პრეზიდენტი ტრამპი”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ავტორიტეტული გამოცემა The Economist-ი, რომელსაც “ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ.

“თითქმის ერთი წელი გავიდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან და ამ დროის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი შევიდა დებატებში ამერიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ბატონი ტრამპის პერსონაჟზე გამახვილებული ყურადღება არის გონივრული და აუცილებელი. ტრამპის პრეზიდენტობის დროს მესამე კვარტალში ამერიკის ეკონომიკა 3.2 პროცენტით იზრდება. ბარაკ ობამას წასვლის შემდგომ უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ დაეცა, ხოლოს საფონდო ბაზარზე აღმასვლა შეინიშნებოდა. ბატონ ტრამპს გაუმართლა – მსოფლიო ეკონომიკამ 2010 წლის შემდეგ სწრაფი აღმავლობა განიცადა.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს მან არაერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ყველა ჩინურ საქონელზე 45% ტარიფი და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადახედვა კანადასა და მექსიკასთან. მან ასევე განიზრახა 11 მილიონი უკანონო ემიგრანტის დეპორტირება.

 2017 წლის სექტემბრიდან 12 თვის განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. საგადასახადო რეფორმა, რომელიც ამცირებს განაკვეთებს და ამარტივებს ზოგიერთ წესებს, იყო რეგრესიული და დაუფინანსებელი. გარდა ამისა პარიზის კლიმატის შეთანხმებისა და ტრანსსასაზღვრო პარტნიორობიდან მისი გამოსვლა იყო უგუნური ნაბიჯი, თუმცა ეს შორს არის ღია რესპუბლიკური აზროვნებისგან.

მისი ოპორტუნიზმი და ნაკლები პრინციპულობა, შესაძლოა ნიშნავს იმას, რომ ის უფრო გახსნილია მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე წინამორბედი პრეზიდენტები.

 ამ კვირაში მან მკაცრი გეგმის შესრულება განიძრახა. საუბარია იმ სალვადორელების დეპორტაციაზე, რომლებსაც მუშაობის და ცხოვრების უფლება აქვთ ამერიკაში”, – წერია სტატიაში.

ლევან ლაგვილავა
The Economist

Share