Home » საზოგადოება » CNN: Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული, კლუბური ცხოვრება და ქართულ ღვინო – აი რატომ უნდა ნახოთ თბილისი
CNN: Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული, კლუბური ცხოვრება და ქართულ ღვინო - აი რატომ უნდა ნახოთ თბილისი

CNN: Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული, კლუბური ცხოვრება და ქართულ ღვინო – აი რატომ უნდა ნახოთ თბილისი

CNN-მა საქართველოს დედაქალაქი თბილისი იმ ტოპ7-ი ქალაქების სიაში შეიყვანა, რომლის ნახვას 2018 წლისათვის ურჩევს მკითხევლს.

თბილისი სიაში ისეთ ქალაქებთან ერთად მოხვდა, როგორიცაა ტორონტო, მასკატი, დანდი, პარიზი, ტოკიო და სან მიგელი.

CNN-ი მოკლე აღწერას აკეთებს ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების და მიზეზებს ხსნის თუ რატომ უნდა ვესტუმროთ აღნიშნულ ქალაქებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისი არის ადგილი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ მოდის ინდუსტრიას, საინტერესო ხელოვნების ნიმუშებსა და კრეატიული ადამიანების განუმეორებელ შემოქმედებას ნახავთ. ნათქვამია ასევე ისიც, რომ თბილისი 2018 წლის ლისაბონია.

“ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქ თბილისში რაღაც მოხდა, რის შედეგადაც ქალაქმა დაიმსახურა “ლისაბონი 2018”-ის ტიტული. აუცილებლად სანახავი ადგილები თითქმის ერთ ღამეში შეიძლება დაათვალიეროთ. ქალაქი უფრო და უფრო მეტად ხდება მსოფლიოში ყველაზე სასურველი ჰაბი ხელოვნების, მოდის და შემოქმედების მოყვარული ხალხისთვის.

ქალაქის ახალი არჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძეა. მომავალი წლის ბიუჯეტი (334 მილიონი დოლარი) კი ინფრასტრუქტურაზე და ტრანსპორტზეა ფოკუსირებული” – წერია სტატიაში.

CNN-ი საუკეთესო ღონისძიებად მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს ასახელებს, ასევე ყურადღება გამახვილებულია კლუბურ ცხოვრებასა და ქართულ ღვინოზე. ხოლო ახალ კულტურულ მოვლენად ნოემბერში, “Twin Peaks”-სა და “Mulholland Drive”-ის რეჟისორის, დევიდ ლინჩის თბილისში  სტუმრობას. მისი ვიზიტი, საქართველოს დედაქალაქში კინოს უნივერსიტეტის გახსნას უკავშირდებოდა.

Share