Home » ბიზნესი » საფირმო მაღაზიებიდან XL-ის ფორმატამდე, როგორია „ნიკორას“ 19 წლიანი ისტორია
საფირმო მაღაზიებიდან XL-ის ფორმატამდე, როგორია „ნიკორას“ 19 წლიანი ისტორია

საფირმო მაღაზიებიდან XL-ის ფორმატამდე, როგორია „ნიკორას“ 19 წლიანი ისტორია

2018 წელს „ნიკორა“ ბაზარზე არსებობის მე-20 საიუბილეო წელს აღნიშნავს. ის დაარსების დღიდან ასოცირდება ხარისხთან, ნდობასთან და მუდმივ პროგრესთან. სწორედ ეს გარემოებები განაპირობებს მის უპირობო ლიდერობას.

ერთ დროს მხოლოდ ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც მომხმარებელმა ნდობა ბაზარზე გამოჩენისთანავე გამოუცხადა, წლების განმავლობაში საფირმო მაღაზიებიდან სუპერმარკეტებად გარდაისახა და დღეს ის უკვე XL -ის ფორმატის სუპერმარკეტებსაც გვთავაზობს.

კომპანიის მფლობელობაში ამჟამად 216 სავაჭრო ობიექტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 2800 ადამიანს აღემატება.

bpn
განვლილ წლებთან ერთად, 2017 წელი „ნიკორას სუპერმარკეტის“ ქსელისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ყველა შესრულებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე „ნიკორა სუპერმარკეტის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე გვესაუბრა.

– რამდენად წარმატებული იყო „ნიკორა სუპერმაკეტისთვის“ 2017 წელი და რა ნაბიჯები გადადგა კომპანიამ განვითარებისთვის?

– 2017 წელი ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან ყველა წინასწარ გაწერილი და დაანონსებული გეგმა შევასრულეთ. მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით, დინამიურად გავზარდეთ ფილიალების რაოდენობა, ასევე ჩვენს ერთგულ მომხმარებელს შევთავაზეთ გაცილებით დიდი “ნიკორა XL”-ის ფორმატიც, ჯერ აჭარაში და შემდეგ უკვე თბილისში. ამ ფორმატს ძალიან დიდი ინტერესი და ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც გაზრდილი ასორტიმენტის, ისე სრულიად განსხვავებული დიზაინის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის გათალისწინებით მომდევნო წელსაც ვგეგმავთ, რამოდენიმე ანალოგიური XL-ის ფილიალი შევმატოთ დედაქალაქს.

ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს წლის მთავარი მოვლენა – კომპანიის აქციების გამოშვება და საჯარო გაყიდვა, რაც ჩვენს სექტორში პირველი პრეცედენტია. ჩვენი ფინანსური მაჩვენებლებით, ხანგრძლივი ისტორიით და სანდოობით მოგვეცა ამის საშუალება ეროვნული ბანკისგან და დღეს უკვე ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს კომპანიის აქციები და გახდეს „ნიკორა სუპერმარკეტის“ აქციონერი.

bpn
საიუბილეო მე-20 წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ყველა თანამშრომელს გადასცეს საკუთარი აქცია. ამ სიმბოლური საჩუქრით გამოხატეს მადლიერება, მათ მიერ კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დღეს „ნიკორა სუპერმარკეტის“ ყველა თანამშრომელი კომპანიის აქციონერია.

– ისევე როგორც წინა წლებში, 2017 წელსაც „ნიკორა სუპერმარკეტს“ მომხმარებელი ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან ბრენდად მიიჩნევს და ენდობა. როგორ ახერხებთ ამდენი წლის განმავლობაში ხარისხის შენარჩუნებას?

-გეთანხმებით რომ ვახერხებთ და ამას მოწმობს ყოველწლიურად მიღებული უამრავი ჯილდო, ნომინაციებში: დარგის ლიდერი, მუდმივი პროგრესი, ხარისხის ნიშანი და ბევრი სხვა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ყველა რგოლის დაუღალავი შრომის შედეგად ვაღწევთ. კადრების გადამზადებაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში ვცდილობთ დიდი ინვესტიცია დავაბანდოთ და შედეგიც სახეზეა.

– რა უპირატესობით გამოირჩევა „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელი სხვა ქსელებისგან?

– ჩვენთვის ხარისხის კონტროლი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც უკვე 19 წელია ჩვენი ერთგული მომხმარებელი გვიცხადებს ნდობას. ვცდილობთ ყველას სახლთან ახლოს ვიყოთ და მეზობლურ-მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს უბნის ყველა მაცხოვრებელთან. პერიოდულად ვაახლებთ ფილიალებს და ვზრდით მოთხოვნის მიხედვით ასორტიმენტს. შევქმენით ახალი ბარათი „მეტი“, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ყოველგვარი თანხის გარეშე მოახდენს ნებისმიერ პროდუქტების შეძენას და თანხას მოგვიანებით გადაიხდის. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის და ვფიქრობთ, რომ ბარათის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იქნება.

უპირატესობებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს მრავალი ახალი ევროპული ბრენდის გაჩენა ჩვენს თაროებზე, რაც კომპანიის იმპორტია და შეძენა, ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს ქსელში გახდა შესაძლებელი.

bpn
– როგორია „ნიკორა სუპერმარკეტის“ 2018 წლის განვითარების გეგმები?

წინა წლებთან შედარებით 2018 წელს განვითარების და გაზრდის დინამიკა საგრძნობად მოიმატებს. ქსელს დამატებით 100-ზე მეტი ობიექტი შეემატება არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მომხმარებელს წელსაც შევთავაზებთ მაღალ სტანდარტს ხელმისაწვდომ ფასად.

Bpn.ge

Share