Home » ახალი ამბები » ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოს საფინანსო სექტორში ინვესტიცია გააფართოვა
ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოს საფინანსო სექტორში ინვესტიცია გააფართოვა

ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოს საფინანსო სექტორში ინვესტიცია გააფართოვა

ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოს საფინანსო სექტორში ინვესტიცია გააფართოვა. ბაზისბანკის ჰოლდინგს ახლახანს კედევ ერთი შვილობილი კომპანია „ჰუალინგ დაზღვევა“ შეემატა. სადაზღვევო კომპანია სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიები უკვე მიიღო.

როგორც ბაზისბანკში აცხადებენ, კომპანია ბაზარზე აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების შემუშავება. კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას მომსახურების გამორჩეული სტანდარტი მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომისა და მასზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნის გზით. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მომხმარებელთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარებას.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკის შვილობილ კომპანიებს ასევე დაემატა სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი“, რომელიც „ჰუალინგ დაზღვევის“ მსგავსად 2018 წლის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება. „ბაზისბანკში“ მიაჩნიათ, რომ ბანკის ჰოლდინგური განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბაზისბანკის წილის ზრდას და შესაძლებლობას მისცემს ჯგუფს კლიენტებს შესთავაზოს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი.

Share