ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საზოგადოებრივი კვების 24 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა -...

სააგენტოს განცხადებით, შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.„სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით შეამოწმეს საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის, თბილისში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 200-მდე  ბიზნესოპერატორთან; 24 ობიექტში, მათ შორის თბილისში - 14-ში,  გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.გარდა ამისა, დოკუმენტური შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, ვადაგასული სურსათი; ბიზნესოპერატორებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე  ზედამხედველობა სააგენტოს ინსპექტორებმა განახორციელეს.სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტად ახორციელებს საზკვების ობიექტების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში. შედეგების შესახებ საზოგადოება რეგულარულად არის ინფორმირებული“, - აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

1713434315

Forbes-ის რეიტინგში რუსების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა - სიის სათავ...

ეს ყველაზე მაღალი შედეგია მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენების სიის მთელ ისტორიაში. რეიტინგში რუსების რაოდენობის წინა რეკორდი 2021 წელს დაფიქსირდა - 123 ადამიანი.უმდიდრესი რუსების ჯამური სიმდიდრე წელიწადში 14%-ით გაიზარდა და 576,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც Forbes-ი აღნიშნავს, ეს მაჩვენებელი 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე დაბალია, როდესაც 123 რუსი მილიარდერის საერთო კაპიტალმა მიაღწია 606,2 მილიარდ დოლარს.რუს ბიზნესმენებს შორის სიის ლიდერი იყო ლუკოილის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი, რომლის ქონებაც 28,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რეიტინგში შემდეგია Severstal-ის მთავარი აქციონერი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ალექსეი მორდაშოვია ($25,5 მილიარდი). ხუთეულს ნორილსკის ნიკელის პრეზიდენტი ვლადიმერ პოტანინი ხურავს (23,7 მილიარდი დოლარი).ბიზნესმენის, Eurochem-ის დამფუძნებლის, 2023 წლის ლიდერის ანდრეი მელნიჩენკოს ქონება 21,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ის მეშვიდე ადგილზე დაეცა.

1713433683

საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით! - კახა...

„დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი - 95 %-მდე ქართველი.და საერთოდ რა შუაშია „ოცნება“ ?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ ოფსაიდშია, რაც  2024 წლის არჩევნებში გარდაუვლად გაფორმდება!“ 

1713432373

„რუსებს საქართველოში ფრენა სჭირდებათ იმისთვის, რომ მიებან ევროპას - არ...

როგორც კოდუამ ჩვენთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, მზად იყო ამერიკაში პირდაპირი ფრენები განეხორციელებინა, რაზეც უარი განუცხადეს იმ მიზეზით, რომ 1-2 წელი იყო საჭირო შესაბამისი სტანდარტების დანერგვისთვის. ამის ფონზე, კოდუა სვამს კითხვას, თუ საქართველომ ამერიკაში, იაპონიასა და ევროკავშირში არ იფრინა, მაშინ სად უნდა იფრინოს?„საუბარია იმაზე, რომ ვაზიანში ჰაბი უნდა შევქმნათო და სტანდარტები არ გვაქვს და მაგალითად, 2 წელი გვინდა, რომ ამერიკაში ფრენისთვის მზად ვიყოთო, თუ ამერიკაში არ ვიფრენთ, არც იაპონიაში და ევროპაში, კითხვა მიჩნდება - სად ვიფრენთ? ჯერ მთავრობას მივმართოთ, რომ ავიაკომპანიებს მოგვხედოს, ავიაცია განვავითაროთ და უარი არ გვითხრას ამერიკის რეისებზე. მათ ხომ არ ვთხოვდი ფულს, ჩვენი რესურსებით გვსურდა აშშ-ში ფრენა, კერძოდ, თბილისი ლოს-ანჯელესის, თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენა გვინდოდა და უარი გვითხრეს“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს ამერიკასა და იაპონიასთან პირდაპირი ფრენები.„არის ორი პოლიტიკა, პროდასავლური და პრორუსული. იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ევროპასთან ბმა არ არის აუცილებელი - რუსეთში დაფრინავენ „ჯორჯიან ეარვეისი“, რომელიც წოდებული არიან პრორუსულ კომპანიებად. ძალიან პრორუსებმა რომ გაიმარჯვონ საქართველოში, ევროპის რეისები დაიკეტება, მერე რას ეტყვიან რუსები „აირზენას“? აღარ დასჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩვენ რუსებს ვჭირდებით იმისთვის, რომ მიებან ევროპას, არავის არ ვჭირდებით ევროპის გარეშე, ევროპის რეისები რომ ჩაიხსნას, ამერიკაში ვერ ვიფრენთ. მაშინ სად ვიფრენთ?“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.მისი თქმით, იმისთვის რომ საქართველო იქცეს ჰაბად, უნდა განავითაროს შესაძლებლობები, იფრინოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ამერიკისა და იაპონიის, ხოლო ქვეყნის აეროპორტი უნდა იყოს ინტეგრირებული მსოფლიო ბაზარზე და შეეძლოს კონკურენციის გაწევა.როგორც კოდუა აღნიშნავს, საავიაციო ბაზარზე საქართველოსთვის მთავარ კონკურენტებს თურქეთისა და დუბაის ჰაბები წარმოადგენენ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის ფაქტორიც.„თურქეთის ავიახაზები მონსტრია დღეს, 750 თვითმფრინავზე ავა მალე. ჩვენი კონკურენტი ჰაბებია თურქეთის ჰაბი, დუბაის ჰაბი და გვერდზე გვყავს აზერბაიჯანი, მათ ფული ჩვენზე ასჯერ მეტი აქვთ, აზერბაიჯანს ნავთობიც უფასო აქვს, იცით, რომ თვითმფრინავს ძალიან დიდი რაოდენობის თანხა სჭირდება საწვავისთვის, თითო რეისისთვის 50-70 ათასამდე არის, დამოკიდებულია ფრენის ხანგრძლივობაზე. არის 2-3 კონკურენტი, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვვითარდეთ და ვაჯობებთ მას“, - აღნიშნა გიორგი კოდუამ.bpn.ge

1713432230

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულ...

ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.

1713430845

ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის...

ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში.საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-11 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გვაქვს გაცემული.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

1713427200