Home » ეკონომიკა » ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 16,45%-ით გაიზარდა
ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 16,45%-ით გაიზარდა

ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 16,45%-ით გაიზარდა

2017 წლის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები, წინა წელთან შედარებით, 16,45%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს ფოთის პორტში 318,752 TEU კონტეინერი გადამუშავდა, ხოლო 2016 წელს 273,690 TEU კონტეინერი.

2017 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 6 მილიონ 600 000 ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 7,7%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.

„ყოველივე ეს საქართველოს მზარდი ეკონომიკისა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების შედეგია“, – აცხადებენ კომპანიაში.

Share