Home » ახალი ამბები » სოსო პავლიაშვილი მასზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს
სოსო პავლიაშვილი მასზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

სოსო პავლიაშვილი მასზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

რუსეთში მოღვაწე მომღერალი სოსო პავლიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს მისი სურვილია, რომ საქართველოში რუსული ტანკები იყოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ჯარისკაცმა გაავრცელა შესაბამისი „სქრინ შოტი“, რამაც საზოგადოების მხრიდან ვნებათაღელვა გამოიწვია.

Cyc.ge– სოსო პავლიაშვილს მოსკოვში ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ოკუპაცია მისთვის მტკივნეული თემაა და რუსული ტანკების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ნამდვილად არ უხარია.

„შედით ჩემს სოციალურ ქსელში, მსგავის რამ მე არაასდროს დამიწერია. ვაცხადებდი და ვაცხადებ დღესაც, რომ ამ ქვეყანას ომით ვერ მოუგებ… მე საქართველოს აქედან ვეხმარები, ჩემი სურვილია, რომ საერთოდ ნუ დაწერენ მსგავს ტყუილებს“- განცხადა პავლიაშვილმა.

Share