Home » ფინანსები » EBRD-მა საქართველოს ბანკს 135 მლნ ლარის საკრედიტო ხაზი გამოუყო
EBRD-მა ს 135 მლნ ლარის საკრედიტო ხაზი გამოუყო

EBRD-მა საქართველოს ბანკს 135 მლნ ლარის საკრედიტო ხაზი გამოუყო

საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 135 მლნ ლარის საკრედიტო ხაზი მოიზიდა

ეს ევრობანკის მიერ ადგილობრივ ვალუტაში განთავსებული ობლიგაციების მეორე ტრანშია. ტრანში 5-წლიანია და მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის, DCFTA-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ასევე ქალების ბიზნესის დაკრედიტებისთვის.

ამ ეტაპზე ევრობანკის ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებით მოზიდული აქვს 242 მლნ ლარი, რაც მიმართულია ქართული ბანკების საკრედიტო მხარდაჭერისთვის.

EBRD-მა თანხა, Galt & Taggart–ის ჩართულობით, ობლიგაციების კერძო განთავსებით მოიზიდა.

როგორც იცით, EBRD-მა 120 მლნ ლარის (€ 46,7 მლნ) 5 წლიანი ევრობონდები 2016 წლის აპრილის ბოლოსაც გამოუშვა,  რომლის ანდერრაიტერი თიბისი ბანკი იყო.

Share