Home » ბიზნესი » „2017 წელი გაყიდვების მხრივ m2-სთვის იყო რეკორდული, 47 მილიონი დოლარის გაყიდვები დაფიქსირდა“
„2017 წელი გაყიდვების მხრივ m2-სთვის იყო რეკორდული, 47 მილიონი დოლარის გაყიდვები დაფიქსირდა“

„2017 წელი გაყიდვების მხრივ m2-სთვის იყო რეკორდული, 47 მილიონი დოლარის გაყიდვები დაფიქსირდა“

„2017 წელი გაყიდვების მხრივ m2-სთვის იყო რეკორდული, 47 მილიონი დოლარის გაყიდვები დაფიქსირდა“,- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში  კომპანია m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა განაცხადა. მანვე 2017 წლის მნიშვნელოვანი პროექტები დაასახელა.

„2017 წელი m2-სთვის იყო რეკორდული, 47 მილიონი დოლარის გაყიდვები დაფიქსირდა და ეს ჩვენს 10-წლიან ისტორიაში რეკორდი იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ გავედით რეგიონებშიც. ქუთაისში ვიწყებთ სასტუმროს მშენებლობას, რომელიც 2019 წელს დასრულდება და ასევე, 2018 წელს დავიწყებთ პირველ საცხოვრებელ კომპლექსს ქუთაისში. სასტუმროების კუთხით ნაბიჯები უკვე გადადგმული გვაქვს და მელიქიშვილის გამზირზე დაწყებული გვაქვს სასტუმროს მშენებლობა და 3-ვარსკვლავიანი ქსელის კუთხით ვვითარდებით, რადგან ბაზარს ძალიან სჭირდება შეთავაზება“,-განმარტავს შორენა დარჩიაშვილი.

მისივე თქმით, ლარის კურსს გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია.

„რაც შეეხება ლარის კურსის გავლენას ჩვენს სექტორზე, როდესაც ადამიანს აქვს ბინის ყიდვის საჭიროება, ლარის კურსი ამას ვერ აფერხებს. შესაბამისად, უბრალოდ მსყიდველთუნარიანობიდან გამომდინარე ხდება შენაძენის გადახედვა. ჩვენს კომპანიას აქვს ძალიან ფართო შეთავაზება და ადამიანი მაინც იღებს ბინის შეძენის გადაწყვეტილებას, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში“,-განაცხადა შორენა დარჩიაშვილმა.

M2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მერიასა და დეველოპერებს შორის მეტი კომუნიკაცია იქნება.

„ვისურვებდი, რომ 2018 წელს მეტი თანამშრომლობა იყოს მერიას და დეველოპერებს შორის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თამაშის ახალი წესები მისაღები იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მერიისთვის და აუცილებლად სასარგებლო იქნება ქალაქისთვის“,-აღნიშნა შორენა დარჩიაშვილმა.

“კომერსანტი”

Share