Home » ეკონომიკა » 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს
2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს

2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს

2017 წლის I-III კვარტლების ჯამური მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2,174,481,448 ამერიკულ დოლარს შეადგენს , – აღნიშნული მონაცემები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გასული წლის მონაცემების წარდგენისას განაცხადა.

ადმინისტრაციის მონაცემებით, ფიქსირდება +29% ზრდა, რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა.

“2017 წლის I-III კვარტლების ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +30.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

2017 წელს ადმინისტრაციამ საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის, მონაწილეობა მიიღო 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში და აწარმოა ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.

Share