Home » საზოგადოება » ვაჟა ბერიძე მთავრობას ტრამპის ინიციატივის მხარდაჭერის შესაძლო შედეგების თაობაზე აფრთხილებს
ვაჟა ბერიძე: ნუ იჩქარებთ

ვაჟა ბერიძე მთავრობას ტრამპის ინიციატივის მხარდაჭერის შესაძლო შედეგების თაობაზე აფრთხილებს

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვყენებს, სადაც იერუსალმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, საქართველომ ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა იჩქაროს, რათა ამან ასახვა არ ჰპოვოს არაბული ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული და სეპარატისტული ანკლავების კონტექსტში.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“ნუ იჩქარებთ!

ამას ჩვენი თუთიყუშების საყურადღებოდ ვამბობ, რომლებიც დასავლეთიდან წამოსულ ყოველ სიგნალს ავტომატურად იმეორებენ, ანგარიშმიუცემლად და გაუაზრებლად.

ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოს დედაქალად აღიარა. ჩვენ იგივეს გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ. გვახსოვდეს, რომ არაბული სამყარო ბევრი ქვეყნისგან შედგება და არაერთგვაროვანია. მათი განაწყენება არ ივარგებს ჩვენი ოკუპირებული და სეპარატისტული ანკლავების კონტექსტში. ჩვენ მოძმე ისრაელის ხალხს ჩვენი თანადგომა და ერთგულება სხვა უამრავი ნაბიჯით შეგვიძლია დავუმტკიცოთ”, – წერს ბერიძე.

Share