Home » ბიზნესი » „GWP მომავალი 3 წლის მანძილზე 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს“
„GWP მომავალი 3 წლის მანძილზე 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს“

„GWP მომავალი 3 წლის მანძილზე 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს“

gwp-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია  მომავალი სამი წლის მანძილზე 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

დღეს, 7 დეკემბერს, დილის ეთერში კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა 2017 წლის შესრულებული საინვესტიციო პროექტები შეაჯამა და შემდეგი წლის გეგმებზე ისაუბრა. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა. კომპანიის ახალმა მენეჯმენტმა, აქციონერებთ ერთად შეიმუშავა კომპანიის გრძელვადიანი განვითარების გეგმა. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ წელს განვახორციელეთ 82 მლნ ლარის ინვესტიცია“, – აცხადებს ჯივიპის გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე.

ჯივიპის გენერალური დირექტორის აღნიშნავს, რომ თბილისში 2017 წელს რეაბილიტირებულია იმაზე მეტი ქუჩის წყალმომარაგების სისტემა, ვიდრე იყო დაანონსებული – დაახლოებით 190 კილომეტრი ქსელი შეიცვალა, 60 კილომეტრი ახალი ქსელი მოეწყო. ჯამურად 250 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელი განახლდა. მისივე თქმით, მომავალი 3 წლის მანძილზე წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის 200 მლნ ლარი დაიხარჯება.

Share