Home » ახალი ამბები » ვლადიმერ პაპავა: უკრაინა აღმოჩნდა ჩვენზე უფრო არშემდგარი სახელმწიფო
ვლადიმერ პაპავა: უკრაინა აღმოჩნდა ჩვენზე უფრო არშემდგარი სახელმწიფო

ვლადიმერ პაპავა: უკრაინა აღმოჩნდა ჩვენზე უფრო არშემდგარი სახელმწიფო

სამწუხაროდ, უკრაინა აღმოჩნდა ჩვენზე უფრო არშემდგარი სახელმწიფო, – ამის შესახებ თსუ-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორი ვერსია იკვეთება: პირველი, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებას და სამშაბათს განვითარებული მოვლენები დადგმული იყო, ან უკრაინის ხელისუფლებას აღარ აქვს უნარი ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს.

ვლადიმერ პაპავას შეფასებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მეტწილად საქართველოზეც მოახდენს გავლენას.

”როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, მეტ-ნაკლებად ასახვას ჰპოვებს საქართველოშიც. შეთქმულების თეორიები რომ გვერდით გადავდოთ, ყველამ დავინახეთ, რომ დააკავეს ადამიანი, იყო სპეცრაზმი და მაშინ როგორ მოიხსნა მან ხელბორკილები?! აქ ორი რამ შეიძლება იყოს, ერთი, რომ იყო დადგმული სპექტაკლი, ან მეორე, რომ იმდენად გარყვნილი და უსუსურია უკრაინის ხელისუფლება, რომ წესრიგის დამყარების უნარი აღარ აქვს.

აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილის მომხრეები არ წარმოადგენენ რაღაც დიდ ძალას უკრაინაში, როგორიც ეს იყო 2003 წლის „ვარდების რევულუციის“ დროს საქართველოში, მაგრამ კაცმა არ იცის, რა მოხდება უკრაინაში, ეს დამოკიდებულია არა სააკაშვილის რესურსებზე, არამედ იმაზე, თუ რას იზამს უკრაინის ხელისუფლება. სამწუხაროდ, უკრაინა აღმოჩნდა ჩვენზე უფრო არშემდგარი სახელმწიფო”, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

Share