Home » ეკონომიკა » “წელს ტურიზმიდან 2 მლრდ 700 მლნ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით”
"წელს ტურიზმიდან 2 მლრდ 700 მლნ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით"

“წელს ტურიზმიდან 2 მლრდ 700 მლნ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით”

წელს ჩვენ ტურიზმიდან ველოდებით 2 მლრდ 700 მლნ დოლარზე მეტ შემოსავალს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ქუმსიშვილმა ეს კომენტარი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონიის შემდეგ გააკეთა.

”ტურიზმის სექტორი ჩვენი ეკონომიკისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორი. წელს ჩვენ ტურიზმიდან ქვეყანაში ველოდებით 2 მილიარდ შვიდას მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს და, რა თქმა უნდა, დასაქმების სექტორში ჩვენ 180 ათას დასაქმებულს ვითვლით ტურიზმის სექტორში. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ღონისძიება, რომელიც არის მასტიმულირებელი კერძო სექტორისთვის, ავლენს საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის და ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორი თვითონ ავლენს კერძო სექტორში გამარჯვებულებს. რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხარდაჭერა დიდია როგორც აღნიშნულ ღონისძიებაში, ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ ტურიზმის განვითარების მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, საშუალოდ, ყოველწლიურად სახელმწიფო მხოლოდ ტურიზმის განვითარების მიმართულებით ხარჯავს 50 მილიონ ლარამდე და ამაში მე არ ვგულისხმობ იმ ინფრასტრუქტურას, რომელშიც ჩვენ ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
გუშინ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

Share