Home » ბიზნესი » ქველმოქმედება 2017 წელს – თიბისი ბანკი ლიდერია
ქველმოქმედება 2017 წელს - თიბისი ბანკი ლიდერია

ქველმოქმედება 2017 წელს – თიბისი ბანკი ლიდერია

სამარკეტინგო-საკონსულტაციო კომპანია „აიფიემი“ კვლევას აქვეყნებს, სადაც იმ ტოპ 20 კომპანიის სიას აქვეყნებს, რომელთა ქველმოქმედებით საქმიანობაზე მედია სივრცეში ყველაზე მეტად გაშუქდა.

ბიზნეს კომპანიების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვან წილად, მათ იმიჯზე დადებითი გავლენის მოხდენის საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, მედია სივრცე, როგორც წესი, აქტიურად გვამცნობს, კომერციული კომპანიების საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების თაობაზე.

2013-2015 წლებში იზრდება მედიის მიერ გაშუქებული ნიუსების (სტატიას/სიუჟეტი) რაოდენობა, კერძო კომპანიების მხრიდან, საქველმოქმედო საქმინობაში ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, 2015 წლის შემდგომ პერიოდში, დინამიკა რეგრესით ხასიათდება. წლების განმავლობაში, საქველმოქმედო სფეროს მედია აქტივობის სტატისტიკა, ასე გამოიყურება:

2017 წლის განმავლობაში, ქველმოქმედების თემაზე გაშუქდა 5755 ინფორმაცია, რაც მედიებს შორის ასე გადანაწილდა

კომპანიებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ საქველმოქმედო სექტორის აქტივობებში, გამოიყო 20 ყველაზე მსხვილი ქველმოქმედი, რომლის მედია აქტივობაც მოცემული მიმართულებით, იყო ყველაზე რეზონანსული.

სიაში პირველ ოთხ ადგილს კომერციული ბანკები იკავებს. თიბისი ბანკი ლიდერია, მას საქართველოს ბანკი მოსდევს, ხოლო მესამე-მეოთხე პოზიციაზე ლიბერთი და ვითიბი ბანკია.

ხოლო ტოპ 20 მედია ქველმოქმედი ბიზნეს კომპანიის სია, ასე გამოიყურება:

 

მომზადებულია “აიფიემი”-ის მიხედვით

Share