Home » ახალი ამბები » ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის
ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის

ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის

ყველაზე ცნობილმა სოციალურ ქსელმა Facebook-მა ლუკა ლომთაძე 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და მენლო პარკში, სილიკონ ველიზე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად მიიწვია.

ლუკა ლომთაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ უნივერსიტეტის სტუდენტი Facebook-ში დასაქმდა.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“,- ამბობს ლუკა ლომთაძე.

ლუკა ლომთაძე Facebook-ის სათავო ოფისში სამუშაოდ 2018 წლის ზაფხულში გაემგზავრება. სან დიეგოს უნივერსიტეტის ინფორმაციით, ყოველწლიურად Facebook-ში 250 000 აპლიკაცია შედის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განხრით, საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე.

Share