Home » ეკონომიკა » თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 343 მილიონი დაიხარჯება
თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 343 მილიონი დაიხარჯება

თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 343 მილიონი დაიხარჯება

თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი იზრდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, 2018 წელს,  პროექტებზე მიმართული თანხა 55 მილიონი ლარით მეტია ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით და 343 მილიონს შეადგენს.

კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონით იზრდება.

მერის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერიდან 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება, ხოლო 46 მლნ ლარი 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება და ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისკენ მიემართება.

ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილი წესით, საკრებულოს კვირის ბოლოს გაეგზავნება.

gbc.ge

Share