Home » მსოფლიო » ევროკავშირმა 17 ოფშორული ზონა „შავ სიაში“ შეიყვანა
ევროკავშირმა 17 ოფშორული ზონა „შავ სიაში“ შეიყვანა

ევროკავშირმა 17 ოფშორული ზონა „შავ სიაში“ შეიყვანა

ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა 17 ქვეყანა და ტერიტორია, რომლებსაც ბიზნესმენები და კომპანიები გადასახადებისგან თავის ასარიდებლად იყენებენ.

ამ ჩამონათვალშია სამხრეთ კორეა, ბარბადოსი, ბაჰრეინი, პანამა, გაერთიანებული არაბთა საემიროები და სხვა.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, ისინი ამ ქვეყნებიდან სულ უფრო ხშირად აწყდებიან სხვადასხვა ტიპის კარტერულ გარიგებებს, რაც აზიანებს ქვეყნებს შორის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს. ევროკავშირი ამ ქვეყნებს ადანაშაულებს კომპანიებისთვის „საგადასახადო სამოთხის“ მომწყობაში, რომლის საშუალებითაც კომპანიები ცდილობენ თავი აარიდონ კანონიერ გადასახადებს საკუთარ ქვეყნებში. სანქციის სახით კი ევროკავშირმა ნება დართო მის წევრ ქვეყნებს, მოითხოვონ დოკუმენტები ოფშორული ზონებიდან და აწარმოონ ფინანსური გამოძიება.

ევროკავშირმა ამ მიმართულებით კონტროლი განსაკუთრებით მას შემდეგ გაამკაცრა, რაც მედიაში ბოლო დროს გაჟონა არაერთმა ინფორმაციამ, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული პირები და კომპანიები თავი აარიდონ გადასახადებს და საკუთარი ქვეყნები ამით მილიონობით ევროთი აზარალონ. ამის ფონზე ევროკავშირში კიდევ უფრო გამკაცრდა საგადასახადო პოლიტიკა, შედეგად კი გვახსოვს გახმაურებული ჯარიმები, რომლებიც ცნობილ კომპანიებს დაეკისრათ, მათ შორის იყვნენ ცნობილი ამერიკული კომპანიები Amazon , Starbucks და Apple.

წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელიც ევროკავშირმა „შავ სიაში“ შეიყვანა:
ამერიკის სამოა, ბაჰრეინი, ბარბადოსი, გრენადა, გუამი, სამხრეთ კორეა, მაკაო, მარშალის კუნძულები, მონღოლეთი,

 ნამიბია, პალაუ, პანამა, სანტა ლუჩია, სამოა, ტრინიდანი და ტობაგო, ტუნისი და გაერთიანებული არაბეთის საემიროები.
BPN.GE
Share