Home » ეკონომიკა » 2018 წელს გზების მშენებლობაზე 1.3 მილიარდი დაიხარჯება
2018 წელს გზების მშენებლობაზე 1.3 მილიარდი დაიხარჯება

2018 წელს გზების მშენებლობაზე 1.3 მილიარდი დაიხარჯება

2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 1.815 მილიარდიანი ბიუჯეტი ექნება

მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარჯების გაზრდას გეგმავს, შედეგად 557 მილიონით იზრდება მომავალ წელს კურატორი სამინისტროს ბიუჯეტი.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის ჯამში 1.0 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

მათ შორის განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია:

ავტობანზე ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი  – 250.0 მლნ;  ზემო ოსიაური-რიკოთი– 80.0 მლნ ლარი;  სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა – 150 მლნ ლარი;  ბათუმის ახალი შემოვლითი გზა – 70.0 მლნ ლარი; ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 45.0 მლნ ლარი;  ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა – 30 მლნ ლარი; ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 30.0 მლნ ლარი; აგარა – ზემო ოსიაური – 20.0 მლნ ლარი; ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 25 მლნ ლარი; – სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 20.0 მლნ ლარი; გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა – 60.0 მლნ ლარი; – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა – 53.0 მლნ ლარი; – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25 მლნ ლარი და სხვა.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 288.5 მლნ ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 196.0 მლნ ლარი.

gbc.ge

Share