Home » ბიზნესი » ბიზნესმა III კვარტალში 12 600 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა
ბიზნესმა III კვარტალში 12 600 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ბიზნესმა III კვარტალში 12 600 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ბიზნესმა 2017 წლის III კვარტალში 12 600 ადამიანით (+6,3%) მეტი დაასაქმა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. “საქსტატის” მონაცემებით, ქვეყანაში III კვარტლის მონაცემებით, ბიზნესექტორში სულ 643 900 ადამიანია დასაქმებული.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% – მცირე ბიზნესზე.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% – კაცი.

საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 2,108 მლრდ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21,3 %-ით მეტი).

ბიზნესსექტორში ყველაზე მეტი დასაქმებული 65% თბილისზე მოდის, აჭარის ა.რ. – 8.9%, ქვემო ქართლი – 6.9%, იმერეთი – 5,2%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3,7%.

Share