Home » ეკონომიკა » რომელი პროდუქტები გაძვირდა ნოემბერში ყველაზე მეტად
რა პროდუქტები გაძვირდა ნოემბერში ყველაზე მეტად

რომელი პროდუქტები გაძვირდა ნოემბერში ყველაზე მეტად

ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,39 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9,5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,6 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1,2 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (0,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები 1,7%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაში 0,12 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (1,9 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები7,5%-ით გაიზარდა, რაც 2,24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6,1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ფასები 15,8%-ით მომატებულია, რაც წლიურ ინფლაციაზე 2,02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,9 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (18,6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (8,5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 19,4 პროცენტით, რაც 1,24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (40,4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რაც 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (12,2 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,3 პროცენტი).

Bpn.ge

Share