Home » მსოფლიო » ევროკავშირში შაურმის აკრძალვას ითხოვენ
ევროკავშირში შაურმის აკრძალვას ითხოვენ

ევროკავშირში შაურმის აკრძალვას ითხოვენ

ევროპელი მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარების ნაწილი იზიარებს და ფოსფატების გამოყენების შეზღუდვას ითხოვს. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, სულ მალე ევროპაში საშაურმეების დიდი ნაწილი დაიხუროს. რადგან, როგორც მზარეულები ამბობენ, ამ ელემენტის გარეშე ხორცი გამოშრება და დაიშლება.

საშაურმეების მფლობელები ევროპარლამენტარებს „რასობრივდისკრიმინაციაშიც“ სდებენ ბრალს. მათი მტკიცებით, ფოსფატის გამოყენება ზოგიერთ ხორცპროდუქტში, მაგალითად სოსისში დაშვებული იქნება, ხოლო შაურმის დასამზადებელ ხორცში არა, რაც ნიშნავს, რომ აკრძალვა მხოლოდ შაურმაზეა გათვლილი, მას ყველაზე ხშირად თურქი მზარეულები ამზადებენ.

ევროპარლამენტარების მეორე ნაწილი აკრძალვის წინააღმდეგია. მათი თქმით, შაურმის აკრძალვის შემთხვევაში, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწიურად ევროკავშირის მოქალაქეები დაახლოებით 500 ტონა შაურმას მიირთმევენ. ამ პროდუქტის 70 პროცენტს გერმანიაში ამზადებენ.

1tv.ge

Share