Home » ეკონომიკა » 2017 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდამ 5.7% შეადგინა
2017 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდამ 5.7% შეადგინა

2017 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდამ 5.7% შეადგინა

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდამ 5.7% შეადგინა, – ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაში.

საქსტატის ცნობით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,7 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში – სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში.

„2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, – ნათქვამია საინფორმაციო ფურცელში.

Share