Home » ბიზნესი » “საქართველო რამდენიმე წელიწადში შეიძლება ისევე განვითარდეს, როგორც სინგაპური და დუბაი”
"საქართველო რამდენიმე წელიწადში შეიძლება ისევე განვითარდეს, როგორც სინგაპური და დუბაი"

“საქართველო რამდენიმე წელიწადში შეიძლება ისევე განვითარდეს, როგორც სინგაპური და დუბაი”

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ თემატურ პანელზე სიტყვით გამოსვლისას საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა საქართველოს მაკროეკონომიკურ და საინვესტიციო სექტორის პოტენციალზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

ირაკლი გილაურის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, მომავალი 10 წლის განმავლობაში კი მშპ შეიძლება გაორმაგდეს დოლართან მიმართებაში, რაც

მისი განცხადებით, სწორი სამთავრობო პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო ეკონომიკურად დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.

“მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოს მშპ შეიძლება გაორმაგდეს დოლართან მიმართებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ სამთავრობო პოლიტიკაა. მთავრობას აქვს შესანიშნავი პოლიტიკა, მაკრო-ხედვა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები. ამიტომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელიწადში ისევე განვითარდეს, როგორც სინგაპური და დუბაი.“ – აღნიშნა საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა.​

პანელზე გილაურმა შემოსავლების ზრდის პროგნოზი გააკეთა. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს საინტერესო პოლიტიკა მაკროეკონომიკის განვითარებასთან მიმართებაში.

„ეს არის ბიუჯეტის კონსოლიდირება, ბიუჯეტის დეფიციტი იკლებს, ინფრასტრუქტურის ხარჯები გასამმაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ხდება გადასახადების შემცირება მოგებისა და კორპორატიული გადასახადების თვალსაზრისით – აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ რომ ჩვენი შემოსავლების აქსელერაცია მოხდება”, – განაცხადა ირაკლი გილაურმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

Share