Home » საზოგადოება » ელიავას ბაზრობა შესაძლოა ისნისა და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე გადავიდეს
ელიავას ბაზრობა შესაძლოა ისნისა და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე გადავიდეს

ელიავას ბაზრობა შესაძლოა ისნისა და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე გადავიდეს

ელიავას ბაზრობის გადატანა ორ ლოკაციაზეა დაგეგმილი. ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენგეგმაშია საუბარი.

კერძოდ, როგორც განახლებულ გენგეგმაშია აღნიშნული, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის – ისანში, ქეთევან დედოფლის გამზირის გასწვრივ (მეტროსადგურ ისანსა და ქვემო სამგორს შორის); ხოლო მეორე ნაწილის – ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, გურამიშვილის გამზირსა და ფეიქართა ქუჩას შორის გადატანა.

მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენერალური გეგმის საჯარო განხილვები მიმდინარეობდა. რის შედეგადაც ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება და გენერალურ გეგმაში ასახვა მოხდა. შედეგად, გენგეგმის განახლებული ვარიანტი მერიას 20 ნოემბერს წარედგინა.

Share