Home » ეკონომიკა » ბათუმის ბალნეოლოგიური მულტიპლექსი
ბათუმის ბალნეოლოგიური მულტიპლექსი

ბათუმის ბალნეოლოგიური მულტიპლექსი

ზვიად ბეჟანიძე

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ააიპ “ქართული ბრენდის” დამფუძნებელი

ჩვენ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია დგას საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ სამედიცინო ტურიზმმა და თანამედროვე ბალნეოლოგიურმა სერვისებმა საფუძვლიანად მოიკიდონ ფეხი საქართველოში. ეს ორი მომიჯნავე დარგი სადღეისოდ განიცდის განვითარების ბუმს და მიეკუთვნება შრომის საზოგადოებრივი გადანაწილების პრივილეგირებულ, ელიტურ სეგმენტს. ჩვენს ქვეყანას კი, თავის მხრივ,  გააჩნია მედიცინის და ტურიზმის სფეროში საქმიანობის წარმატებული წარმართვის საფუძვლიანი და მასშტაბური გამოცდილება და მრავალსახოვანი, მაღალხარისხიანი, საკმაოდ კარგად შესწავლილი ბალნეოლოგიური რესურსები, რომელთა ახლებური ამოქმედების წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ უკანასკნელ წლებში მკაფიოდ გამოკვეთილი ტურიზმის განვითარების მზარდი დინამიკა.   საქართველოში სამედიცინო ტურიზმის და თანამედროვე ბალნეოლოგიის სრულფასოვანი დამკვიდრებისა  და თანმიმდევრული განვითარებისთვის  არ არის საკმარისი ამისათვის საჭირო ბუნებრივი რესურსების კონსტანტაცია, ლოზუნგების დეკლარაცია და კეთილი სურვილები. უფრო მეტიც, ამ პრივილეგირებული დარგების ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებისთვის საკმარისი ვერ იქნება მასშტაბური საინვესტიციო წყაროს მოზიდვა, თუკი ამ ინვესტიციებს წინ არ უსწრებს მათი ამოქმედების და ეტაპობრივი განვითარების თანმიმდევრული ხედვა, რომელიც, ერთის მხრივ, საშუალებას იძლევა საფუძველი ჩაუყაროს სასურველ საქმიანობას მინიმალური დანახარჯებით დაშექმნის წინაპირობას წარვმართოდ მისი შემდგომი განვითარება პრაქტიკულად აღძრული ტენდენციის შესაფერისად. ამიტომ საჭიროა შემუშავდეს ამ დარგების თანმიმდევრული განვითარების ისეთი ეტაპობრივი ხედვა და ტაქტიკა, რომელიც დიდი ინვესტიციების ერთბაშად მოზიდვის გარეშე და საინვესტიციო რისკების თავიდან მაქსიმალური აცილებით  შექმნიდა პირობებს ჩვენს ქვეყანაში არსებული მრავალსახოვანი გაფანტული ბალნეოლოგიური რესურსების მაქსიმალური კონსოლიდაციისთვის, მათი ხელმისაწვდომობის და ცნობადობის მაქსიმალური გაზრდის მიზნით. ასევე,  მნიშვნელოვანია აღნიშნული ბალნეოლოგიური რესურსების წარმოჩენა და მომხმარებელთან მიწოდება მოხდეს ამ ეტაპზე  არსებული უმთავრესი ტურისტული ნაკადების თანმხვედრად, ტურისტული პაკეტების დამატებით, მიმზიდველი სერვისების სახით, რაც თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების გარეშე ერთბაშად გადაწყვეტს ჩვენი მრავალრიცხოვანი ბალნეოლოგიური რესურსების ცნობადობის და ხელმისაწვდომობის საკითხს. გარდა ამისა, მიზანშეწონილია გააზრებული იქნეს აღნიშნული სერვისების ისეთი წარმოჩენა და შეფუთვა, რომელიც თანმხვედრი იქნება სამედიცინო ტურიზმის და ბალნეოლოგიის განვითარების გლობალურ ტრენდებთან, რაც დაკავშირებულია  დღემდე გაბატონებული უტრირებული სპა–სერვისების ჩანაცვლებასთან სრულყოფილი და დახვეწილი  Welness ინფრასტრუქტურით და მაღალტექნოლოგიური სამკურნალო და დიაგნოსტიკური მომსახურებით. ყოველივე ზემოხსენებული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს თანამედროვე ქართული ბალნეოლოგიის და სამედიცინო ტურიზმის განვითარების არაორდინალურ მარკეტინგულ ხედვებს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოგვცემს საშუალებას მინიმალური დანახარჯებით, ბუნებრივად წარმოვაჩინოთ, გავხადოთ ხელმისაწვდომი და ეტაპობრივად თანმიმდევრულად ავამოქმედოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ტურისტული და სამკურნალო პოტენციალი.

სწორედ ამ ამოცანას ემსახურება და ამდაგვარ მარკეტინგულ ხედვას ავითარებას წარმოდგენილ სტატიაში აღბეჭდილი საავტორო მოსაზრება სახელწოდებით „ ბათუმის ბალნეოლოგიური მულტიპლექსი“ , რომელშიც წარმოჩენილი და დასაბუთებულია ქ. ბათუმის, საქართველოს უმთავრესი ტურისტული ცენტრის, სამომავლო მისია, როგორც ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ბალნეოლოგიის და სამედიცინო ტურიზმის განვითარების სამომვალო პლაცდარმის და ფორპოსტის სახით.

 პროექტის იდეა:  პროექტი გულისხმობს ბათუმში მრავალპროფილური თანამედროვე ბალნეოლოგიური  კომპლექსის შექმნას საქართველოს მეზობელ რეგიონებში არსებულ ბალნეოლოგიური რესურსების ერთად თავმყორის შედეგად. ამდაგვარი სამკურნალო ბალნეოლოგიური საშუალებების სახით პროექტის ავტორებს წარმოუდგენიათ ახტალის სამკურნალო ტალახი, ნაბეღლავის წყაროს მინერალური წყალი და ურეკის მაგნიტური ქვიშა, რომლებმაც მახინჯაურის გოგირდოვან წყლებთან და ზღვის აბაზანებთან ერთად უნდა შექმნან გამაჯანსაღებელი აღმდგენითი მკურნალობის მაღალეფექტიანი სერვისები. აღსანიშნავია, რომ ზემოდხსენებული ბალნეოლოგიური რესურსები ადვილად ექვემდებარებიან მოპოვებას, თავმოყრას, ტრანსპორტირებას და შენახვას სამომხმარებლო ღირსებების დაკარგვისა და შელახვის გარეშე იმ მოცულობით და მოხმარების რიტმით, რომელიც საკმარისი იქნება სულ ცოტა 500 პაციენტის ერთდროული მომსახურებისათვის. აღნიშნული პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ქართული ბალნეოლოგიური რესურსების პოპულარიზაციას ბათუმში ჩამოსული მრავალრიცხოვანი ტურისტებისთვის  და მაინიჭებს საქართველოში დასვენებას მეტ მიმზიდველობასა და სასარგებლო ეფექტს.

  პროექტის აქტუალობა:  სამწუხაროდ, თანამედროვე ბალნეოლოგიური სერვისები ჩვენს ქვეყანაში ვერ შეეფერება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. იგივე ითქმის ამ სერვისების ცნობადობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი განსაკუთრებული ბუნებრივი ღირსებები ჯერ კიდევ 30 წლის წინათ იყო საყოველთაოდ აღიარებული აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებში. სადღეისოდ ბალნეოლოგიური დარგი იზიდავს მომხმარებელთა საზოგადოების მძაფრ ინტერესს და წარმოადგენს მასშტაბური ინვესტიციების და სერიოზული მეცნიერული მოკვლევების საგანს. ბევრი ქვეყნისთვის კი ბალნეოლოგია წარმოადგენს ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ წყაროს, რის დასტურადაც საკმარისია თუნდაც იგივე უნგრეთის მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბალნეოლოგიაში უკანასკნელ წლებში აღინიშნება სერიოზული გამოცოცხლება (რის დასტურადაც საკმარისია წყალტუბოს, საირმეს და ბორჯომის საკურორტო ინფრასტრუქტურის განახლების მაგალითები), ჩვენი ქვეყნის ბალნეოლოგიური პოტენციალის ცნობადობა და ხელმისაწვდომობა მასობრივი მომხმარებლისთვის დღეს იმყოფება შეუფერებლად დაბალ დონეზე. იგივე ითქმის ჩვენი ბალნეოლოგიური სერვისების მოდერნიზაციაზე და მათი სამედიცინო მეცნიერული უზრუნველყოფის დონეზე. ყოველგვარი აღნიშნული პრობლემების და სირთულეების დაძლევა დაკავშირებულია სერიოზულ ძალისხმევასთან და ფინანსურ ხარჯებთან.          

  ამ თვალსაზრისით თუ კი ბათუმი მოგვევლინება ბალნეოლოგიური სერვისების მრავალპროფილურ  საჩვენებელ კერად, ამან შეიძლება მოგვცეს მნიშვნელოვანი დადებითი სინერგეტიკული ეფექტი მინიმალური დანახარჯებით და ძალისხმევით. ჯერ ერთი, ბათუმში დაფუძნებული და მოქმედი საკმაოდ მძლავრი ტურისტურლი ინფრასტრუქტურა და მისი მომხმარებელი თუ კი ის გაეცნობა და იგემებს ბათუმში მოქმედი ბალნეოლოგიური მომსახურების ხიბლს, თავისთავად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გადაწყვეტს ქართული   ბალნეოლოგიის ცნობადობის პრობლემას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღემდე ნაკლებად ცნობად  და რთულად მისაღწევი ბალნეოლოგიური კერებისათვის, როგორიც არიან ახტალა, ნაბეღლავი, ურეკი და სხვა, რომლებისათვის, საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში, ბათუმი შეიძლება მოგვევლინოს მათი ბალნეოლოგიური სერვისების საუკეთესო უფასო  საგამოფენო ვიტრინად. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ბათუმის მძლავრი სამკურნალო მედიცინის ინფრასტრუქტურა და ბათუმის უნივერსიტეტის სამეცნიერო კადრები, თუ კი ისინი ჩაერთვებიან მათ ქალაქში მოქმედი ბალნეოლოგიური სერვისების მეცნიერულ მოკვლევაში, შეუძლიათ სერიოზულად აამაღლონ ამ სერვისების შესრულების ხარისხი და სტანდარტები.

 თავის მხრივ ბათუმში მრავალპროფილური ბალნეოლოგიური სერვისების დამკვიდრებას შეუძლია ჯერადად გაზარდოს ჩვენი ქალაქის ტურისტული პოტენციალი და შექმნას მნიშვნელოვანი დამატებითი მოტივაციები დამსვენებელთა მოზიდვისათვის, საკურორტო სეზონის გახანგრძლივებისთვის და შეუქმნას დამსვენებლებს სასარგებლო საქმიანობა წვიმიან ამინდში. ამრიგად, აღნიშნული პროექტის რეალიზაცია რაიმე სერიოზული ძალისხმევის და დანახარჯების გარეშე შეძლებს გადაწყვიტოს ქართული ბალნეოლოგიის და ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პრობლემები და სირთულეები.

  პროექტით განსაზღვრული ბალნეოლოგიური სერვისების სამკურნალო დანიშნულება და მათი საერთო ტიპოლოგია. ბათუმის ბალნეოლოგიურ მულტიკომპლექსში განთავსებული სერვისები განსაზღვრულია შემდეგი სამკურნალო დანიშნულებით:

ა) უროლოგიური სნეულებების ფართო სპექტრი, უპირველეს ყოვლისა კი წინმდებარე ჯირკვალის ქრონიკული ანთებები და აგრეთვე ორგანიზმის საერთო იმუნიტეტის ამაღლება (ახტალის ტალახი). ანალოგიური სერვისით ცნობილი ტალასოთერაპიის სახით დამკვიდრებულია ისეთ საყოველთაოდ ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტებზე, როგორც ტრუსკავეცი, ჟელეზნავოცკი და კარლოვი ვარი და წარმოადგენს ამ სამკურნალო კერების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსებას. ტალასოთერაპიით განსაზღვრულ მკურნალობას საყოველთაო აღიარებით ძალიან ხშირად მოაქვს გაცილებით უფრო მძლავრი გამაჯანსაღებელი ეფექტი, ვიდრე უროლოგიურ სნეულებათა მედიკამენტოზურ სამკურნალო კურსებს. ამ მხრივ ახტალას სამკურნალო ტალახის გამაჯანსაღებელი თვისებები არა მარტო არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება სხვა სამკურნალო ტალახებს, მაგრამ ახტალა დღემდე ვერ გამხდარა საყოველთაოდ ცნობად სამკურნალო კერად. ჩვენს ქვეყანაში ტალასოთერაპიის პრაქტიკა და სტანდარტები საფუძვლიანად არის შესწავლილი თბილისის ბალნეოლოგიურ კვლევით ცენტრში. ზემოხსენებული პოტენციალების დამკვიდრება და ტირაჟირება ბათუმის პირობებში ხელს შეუწყობდა მათ პოპულარიზაციას და შექმნიდა წინაპირობებს შემდგომ ახტალაში სპეციალიზირებული გამაჯანსაღებელი ცენტრის დაფუძნებისა.

ბ) საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭნაწლავის სნეულებები (ნაბეღლავის მინერალური წყალი). ნაბეღლავის მინერალური წყლის სამკურნალო თვისებები უმეტეს ცნობილ გასტროენტეროლოგთა აზრით არ ჩამოუვარდება ბორჯომის მინერალურ წყალს. მაგრამ განსხვავებით კურორტ ბორჯომისა, ნაბეღლავში ვერ მოხერხდა დღემდე შესაბამისი საკადრისი ბალნეოლოგიური და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და დამკვიდრება. აქ მოპოვებული მინერალური წყალი მხოლოდ ჩამოსხმული დაგაზული და ბუტილიზებული სახით მიეწოდება ფართო მომხმარებელს, რის გამოც მისი სამკურნალო ღირსებები ძალიან დაქვეითებულია. ამასთან ერთად ნაბეღლავის მინერალურ წყალს გააჩნია ის მნიშვნელოვანი ღირსება, რომ ის ინარჩუნებს თავის სამკურნალო თვისებებს და არ იმღვრევა 2 კვირის განმავლობაში, ინახება ჩვეულებრივ ჭურჭელში. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი წყლის ტრანსრპოტირება და მოხმარება აღნიშნული ვადების ფარგლებში ყოველვარი ბუტილიზირების გარეშე, რაც ანარჩუნებინებს ამ ბალნეოლოგიურ რესურსებს მის სამკურნალო ღირსებებს. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე ნაბეღლავის ბუნებრივი მინერალური წყლის მიწოდება ფართო მომხმარებლისთვის, როგორც სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროდუქტის ბათუმის ბალნეოლოგიური ცენტრის პირობებში შეიძლება ჩაითვალოს ბალნეოლოგიური რესურსის  საუკეთესო გამოყენების ფორმად.

გ) ძვალ–სახსართა სისტემის სნეულებების განკურნვა (ურეკის მაგნიტური ქვიშა). ტრადიციული მედიცინა აღნიშნულ სისტემურ და ქრონიკულ ფორმებთან მიმართებით ხშირად უძლურია და ამიტომ პაციენტები იმყოფებიან აღნიშნულ სნეულებათა  ალტერნატიული განკურნვის ფორმების აქტიურ ძიებაში. ამ მიმართებით მიუხედავად იმისა, რომ მაგნიტური ქვიშები საყოველთაოდ ცნობილი გამაჯანსაღებელი ეფექტის ფიზიოლოგია დღემდე საფუძვლიანად არ არის შესწავლილი, ამ საშუალებას ოდითგანვე მიმართავდნენ ბავშვთა რაქიტის განკურნვის მიზნით, რაც უმეტეს შემთხვევაში იძლეოდა სერიოზულ გამაჯანსაღებელ ეფექტს. დროთა განმავლობაში იქნა გამოკვლეული მაგნიტური ქვიშების არანაკლებ საფუძვლიანი გამაჯანსაღებელი მოქმედება სხვადასხვა სახის ოსტეოპარეზების განკურნვაში, რამაც გამოიწვია დიდი დაინტერესება ამდაგვარი დაავადებებით  დასნეულებული უფროსი თაობების წარმომადგენელთა შორის და აგრეთვე სპორტსმენთა პოსტრამვატული რეაბილიტაციის თვალსაზრისით. გარდა ოსტეოგენური და ართროზული დაავადებისა დროთა განმავლობაში დადასტურდა მაგნიტური ქვიშების გამაჯანსაღებელი დანიშნულება კუნთების, შემაერთებელი ქსოვილების და შიდა ორგანოების ქრონიკული სპაზმების მოხსნის მიმართებით. ამ გზით მიღწეულმა ხანგძლივმა და საფუძვლიანმა სპაზმალიტიკურმა ეფექტმა გადააჭარბა იმას, რასაც იძლევა ქიმიური პრეპარატები. მიუხედავად მაგნიტური ქვიშების ამდაგვარი სამკურნალო ღირსებებისა და მათთან დაკავშირებული სერვისების მოთხოვნადობისა, ამ გარემოებებმა ვერ განაპირობა ვერც კურორტ ურეკის განვითარება და ვერც ამდაგვარი სახის ბალნეოლოგიის საყოველთაოდ აღიარებულ და მოწონებად ინსტიტუტად ჩამოყალიბება. მაგნიტური სილები და ქვიშები წარმოადგენენ დიდ იშვიათობას ზღვისპირა სანაპიროებზე, მაგრამ მომხმარებელი დღემდე ვერ ეზიარა მათი თავისთვის სასიკეთოდ გამოყენების კულტურას, მიუხედავად იმისა, რომ სილის აბაზანების მიღების პრაქტიკა გავრცელებულია უძველესი დროიდან. ამიტომ ბათუმის მრავალპროფილურ ბალნეოლოგიურ კლასტერში ამდაგვარი სერვისის დამკვდირება ხელს შეუწყობს მისდამი ინტერესის გაღვიძებას ზოგად ბალნეოლოგიით დაინტერესებული პაციენტების მხრიდან.

დ) კანის სნეულებათა და ნეიროდერმიტების განკურნვა (მახინჯაურის გოგირდოვანი წყლები). თბილი გოგირდოვანი წყლის აბაზანები  ხელს უწყობს კანის ეპიდერმისის რეგენერაციას, ეწინააღმდეგება კანზე სხვადასხვა სახის ინფექციების განვითარებას, ებრძვის ჩირქოვანი წარმონაქმნების კერებს, ხელს უწყობს კანქვეშ მყოფი კოლაგენური ქსოვილის განახლებას და აქტივაციას, აქვს გამოკვეთილი კოსმეტიკური ეფექტი. გოგირდოვანი წყლის წყაროები წარმოადგენენ გარკვეული სახის სავიზიტო ბარათს ისეთი ქალაქებისთვის, როგორიც ბუდაპეშტი და თბილისი, რომლის სამკურნალო ეფექტს და სიამოვნებას ცდილობს ეზიაროს ამ ქალაქებში ჩამოსული უმეტესი სტუმარი, მაგრამ ამ წყაროების გამაჯანსაღებელი პროფილი მოითხოვს უფრო ჩაღრმავებულ შესწავლას. ეს მითუმეტეს აქტუალურია, რომ თანამედროვე მეგაპოლისების მრავალი მკვიდრნი ახალგაზრულ ასაკშიც უჩივის კანის ნაადრევ სიმშრალეს და ჭკნობას რასაც ვერ შველის თანამედროვე დერმატოლოგები თუ კოსმეტოლოგები, ამ მიმართებით რეგულარული გოგირდოვანი აბაზანების მიღება იძლევა საფუძვლიან და სტაბილურ სამკურნლაო ეფექტს, ანიჭებს კანს ხავერდოვნებას ბზინვარებას, ებრძვის ალერგიებს და კანის გაღიზიანებებს. ამრიგად გოგირდის წყლის აბაზანების მოხმარების კულტურაზე ნაზიარები ადამინი იშვიათად ელევა ამ სასარგებლო და სასიამოვნო რჩევას.

ბალნეოლოგიური სერვისების ტრადიციული კულტურა და მათი თანამედროვე მარკეტინგი. ისტორიულად თავიდანვე ბალნეოლოგია სათავეს იღებს ხალხური მედიცინის პრაქტიკიდან იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების სასარგებლო გამაჯანსაღებელ მოქმედებასთან. ამ მიმართებით მინერალური წყლების, სამკურნალო ტალახების, ქვიშების და გოგირდოვანი აბაზანების გამაჯანსაღებელი მოქმედება ცნობილი და აღიარებულია უხსოვარი დროიდან უმეტეს ეროვნულ კულტურაში. ეს მიმართულება გახდა მეცნიერული ჩაღრმავებული შესწავლის საგანი  19 საუკუნიდან გერმანელი და ფრანგი ფიზიოლოგების მოღვაწეობის შედეგად. სწორედ მაშინ მოხდა ამ დარგის გამოვკეთილი სოციალური ინსტიტუტის სახით ჩამოყალიბება. ამასთან ერთად დარგმა შეიძინა თავისი მომხმარებელი, უპირველეს ყოვლისა ელიტურ სოციალურ ფენებში, რის შედეგად დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა და დაიხვეწა ამ დარგთან დაკავშირებული სამომხმარებლო კულტურის საფუძვლები და საზოგადოებრივ ცნობიერებაში და ყოფაში დარგი დამკვიდრდა ბალნეოლოგიური სერვისების სახით. იმ დროიდან მოყოლებული ბალნეოლოგიის საყოველთაოდ აღიარებულ კერად გახდნენ ცნობილი ისეთი კურორტები, როგორც ბადენ–ბადენი, ვიში, კარლოვი ვარი და სხვა. სოციალური სერვისის სახით ბალნეოლოგია, მოიცავს რა მომსახურეობას დაკავშირებულს აღდგენით გამაჯანსაღებელ მკურნალობასთან, სამკურნალო დასვენებასთან და გადაადგილებასთან, თავისთავად უკავშირდება და ემიჯნება ისეთ მისდამი მოსაზღვრე დარგებს და სოციალურ სერვისებს, როგორიცაა მედიცინა და ტურიზმი. ამიტომაც ამ დარგების განვითარება წარიმართება სინქრონულად მათი ურთიერთგავლენის  შედეგად, რის გამოც ისინი ემიჯნებიან და ავსებენ ერთმანეთს.

რაც შეეხება ბალნეოლოგიის განვითარებას საქართველოში, მისი დინამიური განვითარება იწყება 1930–იანი წლებიდან, რის შედეგად ჩვენს ქვეყანაში მოკვლეული იქნა მრავალი სახის განსხვავებული ბუნებრივი სამკურნალო საშუალება მიჩნეული მნიშვნელოვანი ბალნეოლოგიური რესურსების სახით, რასაც მოჰყვა შესაბამისი სერვისების კურორტების და მეურნეობის დაფუძნება, რომლის საფუძველზე დაიწყო შესაბამისი სამომხმარებლო კულტურის და სტანდარტების დამკვიდრება და ტირაჟირება. ამის შედეგად დაწყებული იმ პერიოდიდან საქართველოში დამკვდირდა 2 მსოლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ბორჯიმის და წყალტუბოს სახით და არანაკლებ 15 ისა რეგიონალური მასშტაბის, მაგრამ ძალიან საინტერესო განვითარების პოტენციალის მქონე ბალნეოლოგიური კურორტი. ამავ დროს საქართველოში დაფუძნდა ბალნეოლოგიური კვლევების ფუნდამეტალური სამეცნიერო სკოლა თბილისის ბალნეოლოგიური ინსტიტუტის სახით, სადაც ინტეგრირებული სახით მოიკვლეოდა საკითხები მედიცინის, ფიზიოლოგიის, ფიზიოთერაპიის და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების მოქმედების მომიჯნე თემებზე. სადღეისოდ კი ქართული ბალნეოლოგიის განვითარების ორიენტირების განსაზღვრა საჭირო და შესაძლებელია ამ დარგიდან დაკავშირებული გლობალური ახალი ტრენდების გათვალისწინებით. ეს ტრენდები უკანასკნელ 20 წლეულში ექვემდებარებოდა გარკვეულ შინაარსობრივ ცვალებადობებს. ერთის მხრივ, ამ პერიოდში თავიდან ტრადიციული ბალნეოლოგიური სერვისები გახდნენ წარმოდგენილი თანამედროვე მოკლე ვადიანი ჩარტერულ ტურისტულ პაკეტების ფარგლებში და მათი ე.წ სპა დანამატის სახით, რის გამოც მოხდა ბალნეოლოგიური სერვისების შინაარსობრივი უტრირება და დაქვეითდა მათთან დაკავშირებული სამეცნიერო კულტურა. მეორე, ბალნეოლოგიასთან დაკავშირებული ტრენდი მოვლენილია   Wellness ინდუსტრიის სახით.უკანასკნელ ოცწლეულში მოვლენილი Wellness  ინდუსტრიის თავბრუდამხვევი პროგრესი იყო განპირობებული იმით, რომ დასავლეთის ქვეყნების განსწავლული და შეძლებული მომხმარებელი ითხოვდა და ელოდება იმნაირ სამკურნალო სერვისებს, რომლებიც იყო გამიზნული არა მოჩვენებით სიმპტომატურ განკურნვაზე, არამედ მისი სხეულის გაჯანსაღებაზე და აღწევდა ამას ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების საფუძველზე. Wellness ინდუსტრიის დინამიურმა განვითარებამ ხელი შეუწყო სამკურნალო სერვისების დახვეწილი განსწავლული და ჩაღრმავებული, სამომხმარებლო კულტურის ჩამოყალიბებას, რომელმაც, თავის მხრივ, განაპირობა ამ დარგში დამკვიდრებული სრულყოფილი და ბიოგენური სასაქონლო და სერვისული სტანდარტები. ამ დარგის განვითარებამ შესძინა ახალი სიცოცხლე წინა ათწლეულებში ოდნავ მივიწყებულ ბალნეოლოგიურ კურორტებს და მოიტანა ბალნეოლოგიის განვითარების ახალი ტენდენციები. ამ მიმართებით უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ თანამედროვე განსწავლული მომხმარებელი მოითხოვს სამკურნალო ეფექტის დამაჯერებელ დასაბუთებას და მისი შეგრძნებადობის უზრუნველყოფას. ამავ დროს ის ხედავს საკუთარ თავს სამკურნალო გამაჯანსაღებელი სერვისის აქტიურ თანამონაწილედ, რომელიც თვითონ ერკვევა სამკურნალო საშუალების მოქმედებაში, გამოკვეთილად შეგირძნობს მის ყოველივე ფაზას და გარკვეულ წილად თვითონ წარმართავს საკუთარი განკურნვის პროცესს. ზემოხსენებული გარემოებები განაპირობებენ ძალიან მკაცრ და გამოკვეთილ მოთხოვნებს ბალნეოლოგიური სერვისების მოქმედების მეცნიერული დასაბუთებულობის მიმართებით და ამასთან ერთად მკურნალის და პაციენტის ურთიერთობების ახლებურ წარმართვას პასუხისმგებელი თანამშრომლობის და პარტნიორობის საფუძველზე. ყოველივე ზემოხსენებული განაპირობებს ბალნეოლოგიის პროდუქტის ახლებურ სიღრმისეულ გააზრებას, მის გამჭვირვალე შეფუთვას და მასთან მუშაობის ახლებურ მარკეტინგულ ფორმებს, მომხმარებელთან მჭიდრო და გულწრფელ მოტივირებულ ურთიერთობებს, მასთან აქტიურ კომუნიკაციას.

  თანამედროვე ბალნეოლოგიის მარკეტინგის განსაზღვრაში ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ დღეს გვაქვს საქმე ძალიან მობიდულ მომხმარებელთან, რომლებსაც არ უჭირს გადაადგილება და რომელიც ეძებს, იკვლევს და ირჩევს მისთვის სასარგებლო და ხელმისაწვდომ სერვისებს. ამ თვალსაზრისით გასაგებია ის სამომხმარებლო ბუმი, რომელიც დღეს ავლინა სამედიცინო ტურიზმმა თუნდაც ბრაზილიასთან დაკავშირებულ პლასტიკურ ქირურგიაში, სადაც 100 000 –ობით ადამიანი ოპერატიულ ჩარევას ათავსებს დასვენებასთან და გართობასთან, რაც ადრე იყო წარმოუდგენელი .

ბათუმში ბალნეოლოგიური საქმის წარმართვის საწყისი მარკეტინგული იდეები. აქ უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფუნდამენტალური ფაქტი, რომ დღეს ბათუმში განთავსებულია და მაღალი სტაბილური დატვირთვით საქმიანობს 4 საერთაშორისო ქსელური სასტუმრო თავისი მაღალგადამხდელუნარიანი სოციალურად ერთსახოვანი დამსვენებელთა კონტიგენტით, რომელთა ბათუმში ყოფნის და დროის გატარების რიტმიკაზე და სპეციფიკაზე უნდა იყოს აგებული შესათავაზებლად განსაზღვრული ბალნეოლოგიური სერვისები. ზემოხსენებულ სტაბილურ კონტიგენტს უახლოეს პერიოდში განსაზღვრულია შეემატოს კიდევ 4 საერთაშორისო ქსელური სასტუმრო, რაც უქმნის მყარ საფუძველს ამ ქალაქის სავარაუდო ბალნეოლოგიურ კონტიგენტს.

 სამომხმარებლო კონტიგენტის სპეციფიკიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ წინადადება ბალნეოლოგიურ სერვისებთან მიმართებით იყოს დაკავშირებული გართობასთან და დროის სასიამოვნო გატარებასთან, არ იყოს პირველ შეხებაში გადატვირთული წმინა სამკურნალო ნიუანსებით. ამ თვალსაზრისით არც ქვიშის თუ გოგირდოვანი წყლის აბაზანები, არც ტალასოთერაპია, არც მინერალური წყლის მოხმარება არ განაპირობებს ტურისტის მხრიდან დასვენებაზე და დროის ტარებაზე მოწყვეტას, პირიქით უფრო სახალისოს და შინაარსიანს ხდის მათ. ამიტომ მისაღები და მიზანშეწონილიცაა, რომ საწყის ეტაპზე დამსვენებლებმა თუნდ ერთი შეხებით, პირველ მიახლოებაში იგემოს აღნიშნული სერვისები იმისთვის, რომ შემდგომ უფრო საფუძვლიანად დაუბრუნდეს მათ. ამასთან ერთად მიზანშეწონილია, რომ აქცენტირებული გახდეს ბათუმში განთავსებული ბალნეოლოგიური სერვისების უპრეცედენტო მრავალფეროვნება და ძალიან ფართო სამომხმარებლო არჩევანი, რაც განაპირობებს მათი მომხმარებლის პრაქტიკის მაღალ დინამიურობას და შინაარსობრივ ინტენსიურობას, რაც თავისთავად ამძაფრებს სამომხმარებლო შთაბეჭდილებების სიმძაფრეს და აღვიძებს სამომხმარებლო აზარტს. ამგვარად დასაშვები და მიზანშეწონილია საწყის ეტაპზე მომხმარებელთან ურთიერთობის წარმართვა ერთგვარი ანონსირების რეჟიმში, თითქოსდა მას ეძლევა საშუალება ეზიაროს სამომავლო შინაარსიანი პრაქტიკის და კულტურის ტრეილერს. ბათუმის ბალნეოლოგიურ მულტიპლექსში წარმოდგენილ ყოველივე სერვისში უნდა იყოს გამოკვეთილად ხაზგასმული მათი ბუნებრივი ფიზიკურ–ქიმიური თვისებების განუმეორებელი განსხვავებული უნიკალურობა და გამაჯანსაღებელი ზემოქმედების სიმძლავრე, რითაც ეს სერვისები განაცხადშივე უნდა მკაფიოდ გაემიჯნონ დღეს ფართოდ გავრცობილ სპა მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს ჭეშმარიტი ბალნეოლოგიის მეორე ხარისხოვან სუროგატს. ამდაგვარი განაცხადი ნიშნავს ბათუმის ბალნეოლოგიური მომსახურების წარმოჩინებას როგორც ელიტური, შემდგარი მაღალ ხარისხოვანი სერვისების, რომელთა სამკურნალო გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას გააჩნია ფუნდამენტალური მძლავრი ბუნებრივი პირველწყარო და მისი ზეგავლენის საფუძვლიანად გააზრებული შესწავლა, რაც გულისხმობს შესაბამისად ძლიერ და საფუძვლიან სამკურნალო ეფექტს. ამდაგვარი მარკეტინგული განაცხადი თავისთავად გულისხმობს სერვისის მწარმოებლის და მომხმარებლის პასუხისმგებელ ურთიერთობებს და ურთიერთდამოკიდებულებას, მათი კონტაქტების გაპიროვნებულობას და გრძელვადიან პერსპექტივებს.

   ამასთან ერთად ბათუმის ბალნეოლოგიური სერვისების მომხმარებლის ცნობიერებაში მკაფიოდ უნდა აღიბეჭდოს ის გარემოებაც, რომ ამ ქალაქში ეს მომსახურება ეყრდნობა და თანამშრომლობს ტრადიციული მედიცინის მრავალპროფილურ ინფრასტრუქტურასთან, რომელიც მოიცავს როგორც მედიცინის სფეროში სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და შესაბამისი სპეციალისტების სწავლება–მომზადებას, ასევე სამკურნალო დაწესებულებათა სპეციალიზირებული და საერთო პროფილის კლინიკების დაწესებულებებს, რაც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მოშველებული, როგორც ბათუმის ბალნეოლოგიური სამსახურის მომზადების საფუძვლიანობის მნიშვნელოვანი დამატებითი არგუმენტაცია. ამრიგად ბათუმის ბალნეოლოგიური მულტიპლექსის მარკეტინგული განაცხადი და პოზიცირება შეიძლება იყოს წარმოდგენილი, როგორც დაყრდნობილი, ერთის მხრივ, ამ რეგიონში მდებარე 4 სახის უნიკალური ბალნეოლოგიური რესურსის ერთიანად კომპლექტურად განთავსებაზე და ამით ამ რესურსების ხელმისაწვდომობის ამაღლებაზე და სერვისების სინერგიის შექმნაზე. ყოველივე ზემოხსენებულმა ზღვასთან მზიან ამინდთან და ბუნებასთან ერთად უნდა შექმნას გარანტირებულად მძლავრი გამაჯანსაღებელი ეფექტი. მეორეს მხრივ, ამ პროექტის საბაზრო უპირატესობა ეყრდნობა ბათუმში თავმოყრილ მომხმარებელთა მასშტაბურ და ელიტურ კონტიგენტს, რომლის დაინტერესება შეიძლება შესაბამისი მაღალხარისხიანი ხელმისაწვდომი სერვისით.

Share