Home » ახალი ამბები » “დაგეგმილი გვაქვს გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებით არსებული გზის გაფართოება”
"დაგეგმილი გვაქვს გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებით არსებული გზის გაფართოება"

“დაგეგმილი გვაქვს გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებით არსებული გზის გაფართოება”

ვაშლიჯვარი მარშალ გელოვანის ქუჩას ესტაკადით დაუკავშირდება, გმირთა მოედნიდან “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით კი გზა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

“ჩვენ გეგმებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს, მათ შორის გამოვყოფ რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტს. ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ძალიან დიდი საცობებია. აქ გვინდა, რომ ესტაკადა გავაკეთოთ. გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებითაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საცობია. აქ გვაქვს დაგეგმილი არსებული გზის გაფართოება, რათა გამტარიანობა მეტი ჰქონდეს. ასევე ”ვეფხი და მოყმის” ძეგლთან გვინდა ახალი გზის გაკეთება”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს იგეგმებოდა, თუმცა როგორც მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა “სხვა პროექტები უფრო პრიორიტეტული იყო” და მათ შორის პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დაასახელა.

Share