ახალი ამბები

სხვა სიახლეები
რუსეთმა ლუდის იმპორტზე გადასახადი გაზარდა - რომელი ქართული კომპანიები...

რაც შეეხება 2024 წელს, იანვარ-მარტში ქართული ლუდის მთლიანმა ექსპორტმა 912.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (758.9 ტონა). აქედან, რუსეთში ექსპორტირებული ლუდი 61.7 ათასი დოლარის ღირებულების (50.6 ტონა), რაც წლევანდელი ექსპორტის მხოლოდ 6.7%-ია.bm.ge-ისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რუსეთში, ლუდის ექსპორტიორი კომპანიების TOP-5 ასე გამოიყურება:"არგო""ლომისი""ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი)"გლობალ ბიერ ჯორჯია" (აისი)"ემ ელ თი ლოჯისტიკსი" (ეფესი)შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.ცნობისთვის, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მაისიდან აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლს მიაღწევს. 2025 წლიდან ის 112 რუბლი, 2026 წლიდან კი - 116 რუბლი გახდება.ასევე, მარტის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ "რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია", NATO-ს ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესებას ითხოვს. რუსი მეღვინეები თავიანთ ხელისუფლებას რუსეთში გასულ ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვასაც ითხოვენ.BM.GE

1713955421

„აგრო იმპექსმა" მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური, სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას 31 200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს.საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. შედეგად, „აგრო იმპექსის" ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება და კომპანია ყოველწლიურად საშუალოდ 32 400 დოლარს დაზოგავს.პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 177 000 დოლარია, საიდანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა - 85 000 დოლარს, თიბისის აგრო სესხით მხარდაჭერა კი 92 000 დოლარს შეადგენს."აგრო იმპექსი" „აგრო ჰოლდინგის" ჯგუფში შემავალი კომპანიაა და გარდაბანში 70 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ სიმინდის ყანებს ფლობს. თიბისი, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, 9 წელია „აგრო ჰოლდინგის" ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, განახლებადი ენერგორესურსებითა და  ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, ბიზნესის მხარდაჭერასა და მათ საპილოტე პროექტებში ჩართვაში ეხმარება.USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.

1713952800

დრესაპ ჯგუფი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი, როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული (Jeans Gallery, Factory, Atrio, Kid’s Gallery) მაღაზიითა და ელ-კომერციის პლატფორმით, Dressup.ge. მის პორტფოლიოში კი 100-ზე მეტი ბრენდია, მათ შორის: Levi’s, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Lacoste, Gant, Etam, Samsonite, Hummel, Vans, Birkenstock და სხვა.საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, ჯგუფი მუდმივად ხელს უწყობს ქართულ წარმოებას და ამ მიზნით, 2021 წელს საწარმოც დააარსა, სადაც ამჟამად ორი ქართული ბრენდის, სავალისა და Atrio x Ruso-ს ფეხსაცმელი იწარმოება.ამასთან, კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით, კომპანია მხარს უჭერს ქართული ენის გაძლიერებისკენ მიმართულ მოძრაობას, „არაბარბარიზმებს“ და ფერეიდნელების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში - იქნება ეს მათი კურსების დაფინანსებით, კომპანიაში დასაქმებითა თუ სხვადასხვა აქტივობების ხელშეწყობით.„მივესალმებით დრესაპ ჯგუფს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ჯგუფი უკვე 30 წელია წარმოდგენილია ბაზარზე და მსხვილ ბიზნესს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის ინტერესებზე, ასევე ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. სწორედ ასეთ წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ბიზნესის სამართლიანი და არგუმენტირებული ინტერესების დაცვასა და ადვოკატირებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.„მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს ასოციაციის წევრი გავხდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დრესაპისა და ჩვენი კოლეგების სახელით, გავაჟღეროთ სექტორში არსებული პრობლემები და დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობითა და ერთობლივი ძალებით, შევძლებთ დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მომხმარებლის ინტერესები“ - განაცხადა დრესაპ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე სამხარაძემ.

1713952609

Tesla-ს მოგება 55%-ით შემცირდა

კომპანიის შემოსავალმა 21,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9%-ით ნაკლებია 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.მწარმოებლის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიამ ბაზარს პირველ კვარტალში 386,8 ათასი მანქანა მიაწოდა. ეს 20%-ით ნაკლებია 2023 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით.კომპანიამ გაყიდვების ვარდნა წითელ ზღვაში კონფლიქტით, ბერლინში ტესლას ქარხანაში ხანძრით, ასევე ელექტრო მანქანების ბაზარზე გაზრდილი კონკურენციით ახსნა.

1713951164

თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

„ნაყიდი, მზა ტანსაცმელი არასდროს მომწონდა. ჩემი შეხედულების და გემოვნების მიხედვით გადავაკეთებდი ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს მცმია ის, რაც მიყიდეს. როცა წამოვიზარდე, ამ მიმართულებით სწავლა არ მიფიქრია, მაგრამ კერვა ყოველთვის რჩებოდა ჰობად. მსიამოვნებდა ქსოვილთან მუშაობა და თავისუფალ დროს ხშირად ამ საქმიანობას ვუთმობდი. მერე დავოჯახდი, შემეძინა შვილი და შთაგონების წყარო უკვე შვილი აღმოჩნდა – დავიწყე ბავშვისთვის კერვა. ტანსაცმელთან ერთად, ლამაზ სათამაშოებსაც ვკერავდი. იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეს პროცესი, რომ გადავწყვიტე, ამ საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. მსურდა, გამეკეთებინა პატარა ატელიე. მაშინ ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი მომხმარებელი მეყოლებოდა. როგორც ბიზნესზე საერთოდ არ მიფიქრია. თუმცა, გარკვეულწილად, მომხმარებელსაც ვითვალისწინებდი, რადგან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა“.დიდ დიღომში მდებარე ატელიე, სადაც სოფო ორ მკერავთან ერთად ქმნიდა ტანსაცმელს (თავად ტანსაცმლის მოდელირებას აკეთებდა, გოგონები კი კერავდნენ) 2020 წლის თებერვალში გაიხსნა – ბიზნესისთვის ყველაზე არახელსაყრელ დროს. გახსნიდან მალევე პანდემია დაიწყო და ახალწამოწყებული საქმეც ნაწილობრივ შეჩერდა. თუმცა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც მოიძებნა.„პანდემიისას, როცა ყველაფერი დაიკეტა, 3-4 თვე შინიდან მუშაობა მომიხდა. შევქმენი ჩემი ატელიეს ფეისბუკ გვერდი, სადაც მოდელებს ვათავსებდი. ამან, ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მაინცდამაინც ფინანსური მოგება არ მამოძრავებდა, უბრალოდ არ შემეძლო, არაფერი მეკეთებინა. ის თვეები ძალიან კარგად ვიმუშავე. საკურიერო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება ადრეც მქონია, ამ პერიოდში კი ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, ვისაც ონლაინ სურდა ტანსაცმლის შეძენა|“.იმ თვეებში, დისტანციაზე მომუშავე ატელიე, ძირითადად, სპორტულ ორეულებს ამზადებდა და შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად ყიდდა – მოგება 5-10 პროცენტი თუ იყო. პანდემიის დასრულების და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ „ლა მოდი“ ყველა ტიპის ტანსაცმლის კერვაზე გადავიდა – დღეს აქ იკერება კოსტიუმები, საქორწინო და საღამოს კაბები თუ სპორტული სტილის ტანსაცმელი. ონლაინ მაღაზია დღემდე აქტიურად მუშაობს და უამრავ მომხმარებელს ემსახურება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.„საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში დიდი მოთხოვნაა ქართულ პროდუქციაზე. ტანსაცმელს რაღაც ქართული, სახასიათო ელემენტი უნდა ჰქონდეს – ეროვნული ორნამენტი, ან თუნდაც უბრალოდ ქართული წარწერა. საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში, სადაც ვაგზავნით პროდუქციას, ეს სამოსი დიდ ინტერესს იწვევს“.ბიზნესის წამოწყება და პირველადი ტექნიკის შეძენა პირადი დანაზოგით მოხერხდა, მაგრამ ყოველ 2-3 წელიწადში საჭიროა მანქანების განახლება და მათი ახალი თაობის ტექნიკით ჩანაცვლება, რაც უკვე თიბისი ბანკის დახმარებით მოხდა. თავდაპირველად „ლა მოდში“ 3 საკერავი მანქანა მუშაობდა, დღეს ტექნიკის რაოდენობა გაორმაგებულია. ატელიეში უკვე ხუთი მკერავია დასაქმებული. აქ არა მხოლოდ „ლა მოდის“ ტანსაცმელი იკერება, არამედ სხვა ბრენდებისგან მიღებული შეკვეთებიც სრულდება. გარდა მზა მოდელების შეთავაზებისა, ატელიეში გადაკეთების სერვისიც მუშაობს – „ლა მოდი“ მომხმარებელს სთავაზობს მათ მიერ მაღაზიაში შეძენილ ტანსაცმელში ამა თუ იმ დეტალის შეცვლას და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებას. ამ მომსახურებითაც ბევრი სარგებლობს.ატელიე სულ მალე შოურუმის გახსნას გეგმავს.“შოურუმი აღაშენებელზე იქნება. ამისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შევარჩიეთ, გვინდოდა, ძველისა და ახლის შერწყმა ყოფილიყო. შოურუმში წარმოდგენილი იქნება კაბები, პიჯაკები და შარვლები და, რა თქმა უნდა, სპორტული ხაზიც. დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა ქეჟუალ, სპორტული სტილის სამოსზე, რომელშიც ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ამის საშუალებას კი ჩვენი ტანსაცმელი სრულად იძლევა“.

1713950722

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

პროექტის ჯამური ღირებულება 42 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 31.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულიად მოხმარდება კაპიტალურ დანახარჯებს. იაღნიშნული პროექტის ფარგლებში „სითი მოლი გლდანის“ ტერიტორიაზე 90 000 კვ.მ ფართის მშენებლობა იგეგმება, სადაც 26 000 კვ.მ-ზე სავაჭრო სივრცე მოეწყობა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 33 350კვ.მ-ზე ორი საცხოვრებელი თაუერის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელი სივრცე 23 000კვ.მ-ს შეადგენს.,,აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ თბილისში  ორ სავაჭრო ცენტრს -  ,,სითი მოლი საბურთალო’’ და,,სითი მოლი გლდანი’’ ფლობს.  ის  100-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტანსაცმლის, აქსესუარების, საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ტექნიკის ბრენდს, კინოთეატრს, სპორტულ კომპლექსს, კვების ზონას და სხვა  გასართობსა თუ მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის 2026 წლისთვის დასრულდება.„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს პორტფელში FMCG სექტორს მნიშვნელოვანი წილი უკავია. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ 2006 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ ინიციირებული ყველა პროექტი ერთობლივად განვახორციელეთ, მათ შორის „სითი მოლი საბურთალოსა“ და „სითი მოლი გლდანის“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. გვეამაყება, რომ წლიდან - წლამდე კომპანია ვითარდება, ძლიერდება და ახალ მასშტაბებს იძენს. ამჯერად, აღნიშნული პროექტი სითი მოლი გლდანის გაფართოებას ითვალისწინებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ახალი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდები შემოიყვანოს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს“, - განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. 

1713949956