Home » ეკონომიკა » „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 15 ნოემბრიდან ტენდერების გამოცხადებას იწყებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 15 ნოემბრიდან ტენდერების გამოცხადებას იწყებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 15 ნოემბრიდან ტენდერების გამოცხადებას იწყებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 2017 წლის 15 ნოემბრიდან ტენდერების გამოცხადებას იწყებს. როგორც  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ აცხადებენ, კონსორციუმი შესყიდვებს მაქსიმალურად კონკურენტუნარიან გარემოში განახორციელებს და ის ელექტრონული ტენდერების საშუალებით მოხდება. ტენდერებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვებგვერდზე -http://www.anakliadevelopment.com/procurement. ელექტრონული შესყიდვებისთვის კი გამოიყენება Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემის B2B პლატფორმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ შესყიდვებით დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას აძლევს, დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნულ პლატფორმაზე და გამოიწერონ სისტემური შეტყობინებები, რათა დროულად მოახერხონ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა.

„ჩვენ გამოვაცხადებთ როგორც ღია ტენდერებს, ასევე ტენდერებს პრეკვალიფიკაციის მიხედვით და დახურულ ტენდერებს სპეციფიური ხასიათის სამუშაოების მიხედვით. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან და კომპანიასთან. ველოდებით მათ წინადადებებს და ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებთ“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

Share