Home » მსოფლიო » სოროსი და სტივენ როკფელერი მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგებიან
სოროსი და სტივენ როკფელერი მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგებიან

სოროსი და სტივენ როკფელერი მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგებიან

ამერიკაში მცხოვრები 400-ზე მეტი მილიონერი და მილიარდერი ითხოვს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც რეკორდული  შემოსავალი აქვთ, გადასახადები არ შეუმცირონ. მათ ამერიკის კონგრესს სპეციალური მიმართვაც გაუგზავნეს. ამ ადამიანებს შორის არიას ჯორჯ სოროსი და სტივენ როკფელერი.

ღია წერილს, რომლის ადრესატებიც არიან რესპუბლიკელი კონგრესმენები, დაახლოებით 400 ადამიანი აწერს ხელს, – წერს The Washington Post-ი. გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს ამერიკის მდიდარი მოსახლეობის 5% აწერს. ხელმოწერების ორგანიზატორი არის მოძრაობა Responsible Wealth.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ამერიკის ეროვნული ვალი და ქვეყანაში უთანასწორობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა, მდიდრებისთვის გადასახადების სემცირება არ უნდა მოხდეს. უფრო მეტიც, ხელმომწერები კონგრესს სთხოვენ, რომ ზე-მდიდრებისთვის გადასახადი გაიზარდოს.

„მთავრობამ უნდა გამოყოს თანხები ისეთი მიზნებისთვის, რომლებითაც ყველა ისარგებლებს: განათლება, მეცნიერება, ინფრასტრუქტურული პროექტები, მედიკამენტები, ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა, – წერია წერილში.

„გადასახადების შემცირება – ეს არის აბსურდი. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ქვეყანას არ შეუძლია ფულის დახარჯვა, მაგრამ ამავე დროს, მათ შეიძლება მდიდრებს გადასახადი შეუმცირონ. ამის გაკეთება სისულელეა“, – თვლის ბობ კრენდალი, ამერიკის უმსხვილესი ავიაკომპანიის American Airlines-ის ყოფილი ხელმძღვანელი.

ბიზნესისთვის გადასახადების შემცირება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგადასახადო სისტემის ყველაზე მასშტაბური ცვლილებების შესახებ გეგმა წარადგინა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. საგახადასახადო სფეროში ასეთი რეფორმა არ განხორციელებულია.

 

წყარო: commersant.ge

Share