Home » ახალი ამბები » თედ ჯონასი სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი გახდა
თედ ჯონასი სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

თედ ჯონასი სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი გახდა

სილქნეტის აქციონერებმა მოიწვიეს თედ ჯონასი, ამერიკელი იურისტი, რომელსაც იურიდიული მოღვაწეობის 25-ზე მეტი წლის პრაქტიკა აქვს, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. საერთაშორისო იურიდიული სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებით თედი არის საქართველოში ბიზნესის და საფინანსო სფეროებში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის იურისტი.

თედ ჯონასის, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის, მთავარი ფუნქცია იქნება კომპანიის კორპორატიული მართვის შემდგომი განვითარება და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში დახმარება. „სილქნეტის“ ბიზნესი იზრდება და შესაბამისად იზრდება ჩვენი ფინანსური მოთხოვნები.“ განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა. „ჩვენ ახლა სულ უფრო ხშირად გვჭირდება მივმართოთ საერთაშორისო ბანკებს და კაპიტალის ბაზრებს ფინანსების მოსაზიდად. თედის ექსპერტიზა კორპორატიული მართვის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის საქმეში, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კაპიტალის ბაზრების მოთხოვნით, ჩვენთვის აუცილებელია. დიდი წარმატებაა, რომ შევძელით სამეთვალყურეო საბჭოში მოგვეყვანა საერთაშორისო კლასის იურისტი, რომელმაც იცის საქართველო, იცის ჩვენი კომპანია, და რომელსაც მაღალი რეპუტაცია აქვს პატიოსნების, დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით”.

თედ ჯონასი თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო საქართველოში იურიდიული ფირმის DLA Piper-ის დირექტორი და ამჟამად უკავია უფროსი მრჩეველის თანამდებობა ასევე მსოფლიოს უმსხვილეს იურიდიულ კომპანიაში, Dentons-ში, რომელმაც 2017 წლის მაისში გადაიბარა საქართველოში DLA Piper-ის იურიდიული პრაქტიკა. 11-ზე მეტი წლის განმავლობაში თედი იყო სილქ როუდ ჯგუფის და მისი შვილობილი კომპანიების სანდო იურიდიული მრჩეველი. ამიტომ ის უერთდება სილქნეტს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რომელმაც კარგად იცის კომპანია და მისი საქმიანობა.

Share