Home » ფინანსები » სავალუტო ბაზრის მოკლე ანალიტიკური მიმოხილვა
სავალუტო ბაზრის მოკლე ანალიტიკური მიმოხილვა

სავალუტო ბაზრის მოკლე ანალიტიკური მიმოხილვა

ვიდრე დამდეგი კვირის იმ ფუნდამენურ ფაქტორებზე ვისაუბრებდე , რომელიც სავალუტო ბაზრებზე მოახდენს ზეგავლენას ,  მანამდე მოკლედ  მიმოვიხილოთ გასული კვირის მნიშვნელოვანი მომენტები,  რომელმაც ასევე არანაკლები როლი ითამაშა სავალუტო ბაზრებზე  მომხდარ  რყევებში.

დღეის გადმოსახედიდან,  ბაზრებზე შექმნილია  სიტუაცია ,სადაც  ცნობილი ინდექსები  მორიგ მაქსიმუმებს ანახლებენ, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამსახურებაა. დღეის გადმოსახედიდან აქციებზე ფასებმა აშშ ში 21% ით მოიმატა, საფრანგეთში 22%,გერმანიაში 28% . პარალელურად იზრდება ჩინეთის , ევროპისა და აღმოსავლეთით განვითარებადი  ქვეყნების მშპ ები.

არსებული მოსაზრება , რომ აშშ ს ეკონომიკა მსოფლიო ქვეყნების ექონომიკას ქვესკნელისაკენ მიათრევს 2017 წლიდან შეიცვალა.განვითარებადი ქვეყნების მშპ ს ზრდის ძირითად მიზეზად შიდა მოთხოვნის ზრდა უნდა დავასახელოთ . დოლარის დევალვაციის იმედად მყოფი აშშ -ს ქსპორტიორები , ასევე დაიმედებულები არიან  საგადასახადო რეფორმების წარმატებაში. აშშ დან ბოლოდროინდელ გამოსულ მაკროეკონომიკურ მონაცემებს თუ დავაკვირდებით შეიძლება დავასკვნათ, რომ განსხვავებული მაჩვენებლების მიზეზი, ამერიკის ეკონომიკის განვითარების  „ნათელი მომავლია“  რომელსაც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ.

ახლა თუ კონკრენტულად და საგნობრივად ჩავეძიებით 10 წლიანი ბონდების ბოლო 25 დღიანი კორელაცია WSJ საგან რომელიც აშშ დოლარის ინდექსი ს სიძლიერეს გვიჩვენებს 16 ვაულტის მიმართ ბოლო ორ კვირაში დაეშვა 88% დან 46% მდე. გასული წლის სექტემბრიდან დღემდე აშშ ს შიდა ვალების ბაზარზე სხვაობა(სპრედი) აშშ დოლარის ინდექსაა და „ტრეჟერების“  შემოსავლიანობას შორის იზრდება.

გერმანელი ეკონომიკის ექსპერტები გვაფრთილებენ ,რომ ევროკავშირის ქვეყნების უარყოფითი საპროცენტო განაკვეთები რეცესიის რისკს აძლერებენ. ამიტომ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ ,რომ  ევროპულ ბაზრებზე „გაბერილი ბუშტი“ გასკდება მაშინვე ,როგორც კი ევროპის ცენტრალური ბანკი დაიწყებს ფულად საკრედიტო პოლიტიკის ნორმალიზებას.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ყურადღებას ამახვილებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი რბილი ფულად- საკრედიტო პოლიტიკა ინვესტორებს აიძულებს შეისყიდოს ССС+ და მასზე დაბალი რეიტინგის ობლიგაციები. ეს კი ზრდის დეფოლტის რისკს. ამიტომ ვფიქრობთ ,რომ როდესაც მოხდება იაფი ფულის პოლიტიკის მხარდაჭერის დასრულება , ევროსათვის ეს იქნება ერთგვარი ბიძგი გამყარებისა, რომელიც ცნობილი  ევროპული ინდექსების დაცემას გამოიწვევს.

სავალუტო ბაზრები დღემდე ელოდება დოლარის გამყარების ახალ ბიძგს , რათა გამოცოცხლდეს და ამოძრავდეს სავალუტო ბაზარი, ასეთ მოძრაობის დაწყებისათვის „საწვავს“ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომელიც ამერიკის სენატმა უნდა განიხილოს და მიიღოს,მაგრამ ჯერ ჯერობით ამ ფონზე სიმშვიდეა.

წინა კვირას დოლარის შესუსტებს მიზეზი გახლდათ,სენატის  გადაწყვეტილება საგადასახადო განაკვეთების შემცრების  რეფორმა 2018 წლის მაგიერ   2019 წლამდე გდაეტანა. მოდით გადავხედოთ რიგ საკითხებს ,რომლებიც ახალ საგადასახადო კოდექსს მიმზიდველობას უკარგავს.

  • იკვეთება პრობლემა , საერთოდ თავად გადასახადის შემცირებაში კი არ არის საქმე არამედ იმ ადამიანების შემოსავლების სიმცირეზე ,რომლებიც იხდიან გადასახადს.
  • საგადასახადო დატვირთვა , საშუალო შემოსავლიან ფენას, შემწეობებისა და შეღვათების მოხსნის ფონზე შეიძლება გაეზარდოს.
  • ასევე ახალ განსახილველ ვარიანტში წერია, მცირე ბიზნებისათვის გადასახადების შემცირება , აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ,რომ  ძალიან ბევრია შეძლებული ადამიანების რაოდენობა  რომელიც  მხოლოდ ამ საგადასახადო განაკვეთით იბეგრებიან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან  გამომდინარე,  გასულ კვირაში,ზოგიერთი განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ვალუტების ქცევა მოკლედ შეიძლება ასე დახასიათდეს:

USD –  დოლარის შესამჩნევი გამყარება არ მომხდარა თუმცა არც დაცემა შეინიშნება.  EUR –   გასულ კვირაში ,გერმანული ობლიგაციებზე  დაფიქსირდა   შემოსავლიანობის ზრდა , როდესაც გერმანული ფასიანი ქაღალდები უეცრად გაუფასურდნენ. რამაც ევროს მცირედი გამყარება გამოიწვია.თუმცა არ დაგვწყდეს რომ,პოლიტიკური ფაქტორების მხრიდან ევრო  კვლავ ზეწოლის ქვეშაა.

 JPY –  ობლიგაციების ფასების დაცემამ იენას ზრდა გამოიწვია.

 GBP – კვლავ ბრექსიტის შესახებ  მოლაპარაკებების გაგრძელების მოლოდინშია.

CHF – EUR/CHF  ყოველგვარი  დამატებითი მიზეზის გარეშე ზეწოლის ქვეშაა..

NZD –  ეს ვალუტა  დამდეგ კვირაში ინება გამყრებული. ეროვნულმა ბანკმა მას გარკვეული მხარდაჭერა მისცა.

GOLD – პარასკევს ოქროზე ფასები მნიშვნელოვნად დაეცა.  აღნიშნული ოქროს დიდი მოცულობებით  გაყიდვის  განცხადებებმა გამოიწვია.   ნიუ  იორკის  COMEX -ის ბირჟაზე  ფიუჩერსები ოქროზე 0,97% ით დაეცა.

საინტერესო ფაქტია ,რომ ოქროზე  ფიუჩერსების  ფასების ასეთი დაცემა მოხდა სუსტი დოლარის  პირობებში. შეგახსენებთ ,რომ დოლარის ინდექსი წინა კვირის განმავლობაში დაეცა 0,62%

ხუთშაბათს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა  სენატში განსახილველად წარადგინეს საგადასახადო კანონპროექტი , რომელიც განსხვავდება  წარმომადგენლობით პალატაში განხილული და მიღებული ვარიანტისაგან. აღნიშნული რათქმაუნდა მიუთითებს თეთრი სახლის მიერ განსახილველად  წარდგენილი საგადასახადო კანონის პრობლემებსაკენ, კერძოდ ის ამ წელიწადში შესაძლებელია მისი მიღება შეიძლება ვერც  მოესწროს.

წინამდებარე კვირაში ფინანსური ბაზრების ყურადრება  გამახვილებული იქნება აშშ-ს,დიდი ბრიტანეთის,ევროკავშირისა და კანადის  ცენტრალური ბანკებიდან,ინფლაციის შესახებ  გამოსულ  მაჩვენებლებზე და  აღნიშნული ბანკების ხელმძღაველების მიერ  პრესკონფერენციებზე გამოთქმულ მოსაზრებეზე.  ასევე გადავიდეთ  იმ ძირთადი ფუნდამენტალური ფაქტორების განხილვაზე ,რომლებმაც დიდი ალბათობით შესაძლებელია, სავალუტო ბაზარზე  რყევები გამოიწვიოს.

 

სამშაბათი,  14     ნოემბერი 2017 წელი.

 

-06:00 სთ    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან გამოდის,ოქტომბრის თვის სამრეწველო  წარმოების მოცულობის ინდექსის მაჩვენებელი.

-11:00 სთ    გერმანიიდან გამოდის  მე 3 კვარტლის მშპ -ს  მაჩვენებელი.

-13:30 წთ.    დიდი ბრიტანეთიდან გამოდის ოქტომბრის თვის სამმხმარებლო ფასების ინდექსი.ICP

-14:00 სთ .  გერმანიიდან გამოდის ნოემბრის თვის  ეკონომიკური განწყობის ინდექსი ZEW

 

-17:30 წთ.   ამერიკიდან გამოდის  ოქტომბრის  თვის მწარმოებელთა  ფასების ინდექსი PPI

ოთხშაბათი 15    ნოემბერი 2017 წელი.

-03:50 წთ.   იაპონიიდან გამოდის მე 3 კვარტლის მშპ ს მაჩვენებელი.

13:30 წთ.   დიდი ბრიტანეთიდან გამოდის ორი მაჩვენებელი:

ა)სექტემბრის თვეში გაცემული საშუალო საშულო  ხელფასისა და დანამატის  საშულო   ზღვრული მაჩვენებელი.

ბ) უმუშევრობასა და დახმარებებზე სექტემბრის თვეში  შემოსული განცხადებების რაოდენობის შესახებ.

-17:30 წთ. აშშ დან გამოდის სამი მაჩვენებელი, ესენია:

ა)ოქტომბრის თვის საბაზო  სამომხმარებლო ინდქსი  ICP

ბ)ოქტომბრის თვეში საცალო გაყიდვების საბაზო ინდექსი

გ) ოქტომბრის თვეში საცალო გაყიდვების მოცულობა.

  • 19:30 წთ. ნედლი ნავთობის მარაგების რაოდენობა.

 

ხუთშაბათი 16   ნოემბერი 2017 წელი.

 

-04:30 წთ. ავსტრალიიდან გამოდის  ოქტომბრის თვეში დასაქმებულთა რაოდენობის

მაჩვენებელი.

 

-13:30 წთ     დიდი ბრიტანეთიდან გამოდის  საცალო გაყიდვების მოცულობის მაჩვენებელი.

-14:00 სთ    ევროკავშირიდან ველოდებით ოქტომბრის  თვის სამომხმარებლო ფასების  ინდექსის გამოსვლას.

17:30 წთ    აშშ დან გამოდის ნოემბრის თვის სამეწარმეო აქტივობის ინდექსი.

 

პარასკევი 17     ნოემბერი 2017 წელი.

 

17:30 წთ,     აშშ დან გამოდის სამშენებლო სექტორში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობის მაჩვენებელი.

17.30 წთ   კანადიდან გამოდის ოქტომბრის თვის სამომხმარებლო ფასების საბაზო ინდქსი ICP

 

ნიკა შენგელია,
საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

Share