Home » ახალი ამბები » კახა კალაძემ მერის მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა
კახა კალაძემ მერის მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა

კახა კალაძემ მერის მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა

თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა.

“მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო სლოგანი, არამედ ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი, მიზანი რომ შესაძლებლობელობებით, ზრუნვით და სიცოხლით იყოს სავსე ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, ყველა ქუჩა და თითოეული ოჯახისა და ადამიანისთვის იყოს კომფორტული და სასურველი ამ ქალაქში ცხოვრება.

პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგემა. დღეს მსურს წარმოვადგინო თბილისის მერის მოადგილეების კანდიდატები. ირაკლი ხმალაძე ვიცე მერი, მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი, ირაკლი ბენდელიანი. უახლოეს მომავალში დავასახელებთ ილია ელოშვილს, როდესაც სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.

Share