Home » საზოგადოება » რა დაუჯდა ქვეყანას ბიუროკრატიის შენახვა – “ნაციონალური მოძრაობა” VS „ქართული ოცნება“
რა დაუჯდა ქვეყანას ბიუროკრატიის შენახვა - "ნაციონალური მოძრაობა" VS „ქართული ოცნება“

რა დაუჯდა ქვეყანას ბიუროკრატიის შენახვა – “ნაციონალური მოძრაობა” VS „ქართული ოცნება“

ეკონომისტი, მიხეილ დუნდუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ბიუროკრატიულ ცვლილებებს ეხმიანება და ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ბიუროკრატიულ ხარჯებს ერთმანეთს ადარებს.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

რა დაუჯდა ქვეყანას ბიუროკრატიის შენახვა

“ნაციონალური მოძრაობა” VS „ქართული ოცნება“

“სამთავრობო ცვლილებების და დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის ფონზე კვლავ აქტუალური ხდება საკითხი – 1. რამდენად ეკონომიურია დღევანდელი ბიუროკრატია? 2. როგორი იყო წინა ხელისუფლები დროს? და 3. როგორი გახდება, ხვალ როცა რეფორმა ძალაში შევა.

ბოლო კითხვაზე პასუხი ნათელია- სხვა თანაბარ პირობებში, ნაკლები ბიუროკრატია ნაკლებ რესურს მოიხმარს და უფრო ეკონომიურიც იქნება. ამიტომაც აქცენტი პირველ და მეორე კითხვაზე გადავიტანოთ.

ბიუროკრატიის, ანუ სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფაზე დახარჯული რესურსების ერთობრიობა , ანუ სახელმწიფო მმართველობის მთლიანი გამოშვება, მოიცავს სამ მიმართულებას 1.შრომის ანაზღაურება (ხელფასები, პრემიები, დანამატები) 2.შუალედური მოხმარება (ავტომობილები, საწვავი, ინვეტარი და ა.შ.) და 3. ამორტიზაცია (ძირითადი საშუალებების, ქონების ცვეთა). სხვა თანაბარ პირობებში, რაც უფრო მცირდება სახელმწიფო მმართველობის წილი ეკონომიკაში, ბიუროკრატიაც უფრო ეკონომიური ხდება.

ვინაიდან 2017 წელი ჯერ დასრულებული არ არის, რეალურად მიმდინარეობს რესურსების დაზოგვის პროცესი და ახალი რეფორმაც ამ წელსვე უნდა შევიდეს ძალაში, უნდა ვიგულისხმოთ, რომ 2017 წელი 2016 წელთან შედარებით უფრო ეკონომიური იქნება.

მაგრამ

მოდით შევაფასოთ ამ ხელისუფლების გავლილი 4 წელი (2013-2016), ნაც.მოძის ბოლო 4 წელიწადს (2009-2012).

ლოგიკურია თუ წარმოვიდგენთ, რომ, რადგან ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფო მმართველობის წილი ეკონომიკაში შემცირებულია, ესე იგი ახალი ხელისუფლება ძველზე ეკონომიური ყოფილა.

თუმცა

თუ მონაცემებს თვალს გადავავლებთ , აღმოვაჩენთ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო მმართველობის მთლიანი გამოშვება მის აბსოლუტურ მაჩვენებლებშიც კი უფრო მცირეა ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო.

კერძოდ

2013-2016 წლებში სახელმწიფო მმართველობის მთლიანი გამოშვება 13 მილიარდ 476 მილიონი ლარია, 2009-2012 წლებში კი – 13 მილიარდ 637 მილიონი ლარი იყო, ანუ 162 მილიონი ლარით მეტი” – წერს დუნდუა.

იხ.
http://geostat.ge/…/site_…/_files/georgian/nad/gamosveba.xls

Share