ახალი ამბები

სხვა სიახლეები
სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველი 8 კანდიდატის ვინაობა ცნობილია - სია

სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.კანდიდატების ვინაობა და გასაუბრების განრიგი ასეთია:იოსებ ბერიკაშვილი 17:00ლაშა ქავთარაძე 17:30მამუკა ჯიბუტი 18:00ეკატერინე ღაზაძე 18:30შესვენება 19:00-19:30გიორგი თაბუაშვილი 19:30არჩილ იაკობაშვილი 20:00ვახტანგ ჭარაია 20:30ლევან სურგულაძე 21:00კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს შექმნა. კომისიამ განიხილა განაცხადები და სრული კონსენსუსით შეარჩია 8 კანდიდატი. bm.ge

1713879799

საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური ამოქმედდა

პროექტი დაფინანსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.„USAID მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავლს. გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში, ქვეყანაში პირველი მცურავი მზის სადგურის დამონტაჟდა. ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 300 000 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას, რომელიც მოხმარდება მიმდებარე ხეხილის ბაღების სარწყავ სისტემას.განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ეს არის USAID-ის მიერ მხარდაჭერილი განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტი საქართველოში“, - ნათქამია USAID/Georgia-ს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

1713877945

ბოლო სამ თვეში ბიუჯეტში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 81...

ამასთან, ამავე პერიოდში, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ წელს 1,045,998 ლარი შეადგინა.რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხაზინის მონაცემებით, შარშან სამ თვეში ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 88,013,871 ლარის გრანტი მიიღო, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 1,109,594 ლარი.რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, შარშან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტის მოცულობამ 186,542,946 ლარი შეადგინა, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 13,973,649 ლარი.

1713875881

რამდენი პროცენტით გაიზარდა ბინების ღირებულება?

მათივე შეფასებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3%-ით არის გაზრდილი.„ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7%). 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით,“ - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1713875411

რუსეთში ნავთობის გადამუშავება მინიმუმამდე დაეცა

ეს შედეგი იყო დრონებით თავდასხმებისა და სხვა მიზეზების გამო  - დაუგეგმავი რემონტის, ასევე ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეფერხების შედეგი წყალდიდობის გამო.თუ ცალ-ცალკე ავიღებთ თავდასხმით დაზარალებულ საწარმოებს, მათ 1 აპრილიდან 17 აპრილამდე 280 ათასი ბარელით ნაკლები დაამუშავეს, ვიდრე საშუალოდ 1 იანვრიდან 24 იანვრამდე.ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქარხნებზე თავდასხმები თითქმის შეჩერდა, მაგრამ ამავდროულად საწარმოების აღდგენის ტემპი შენელდა.

1713874899

ლატვიელ მოსწავლეებს რუსული ენის სწავლა აეკრძალებათ - მის ნაცვლად გერმა...

სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2025 წლის 1 სექტემბრამდე მეორე უცხო ენად რუსული აირჩიეს, ამ ენის შესწავლას დაწყებითი სკოლის დამთავრებამდე შეძლებენ.შემდეგ, როგორც მეორე უცხო ენა, მე-5 კლასიდან მხოლოდ ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების ოფიციალური ენის შესწავლა იქნება შესაძლებელი.საბაზო განათლების სახელმწიფო სტანდარტის წესების მიხედვით, რუსული არ არის ამ ენებიდან.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიის სკოლების თითქმის ნახევარში რუსული მეორე უცხო ენად ისწავლება. ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ გვთავაზობს რუსული ენის ალტერნატივას.რუსული ენა საბოლოოდ ეტაპობრივად და არა ერთბაშად შეიცვლება ენებით - გერმანული, ფრანგული, ესპანური და ა.შ. გამართლებულია იმით, რომ აუცილებელია მასწავლებლების მომზადება, რომლებიც ამჟამად დეფიციტურია.

1713874551