Home » ეკონომიკა » იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.7%-ით გაიზარდა
იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.7%-ით გაიზარდა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.7%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.7 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8566.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 2203.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (29.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6363.3 მლნ. აშშ დოლარი (7.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 4160.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.6 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნდება.

Share