Home » ბიზნესი » „m²“-სა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„m²“-სა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„m²“-სა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დეველოპერულ კომპანია „m² უძრავ ქონებასა“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დეველოპერულ კომპანია m² – სა  და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB)  საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც განსაზღვრავს მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს „ჩვენ მზად ვართ! – განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.

m² – სა  და  ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართული იქნება დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, m² – ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება.

 

 

Share