Home » ფინანსები » არჩილ მესტვირიშვილი: წესები როცა ცხადი არ არის ბაზარი არ მუშაობს
არჩილ მესტვირიშვილი: წესები როცა ცხადი არ არის ბაზარი არ მუშაობს

არჩილ მესტვირიშვილი: წესები როცა ცხადი არ არის ბაზარი არ მუშაობს

საფინანსო ბაზარზე  წესრიგი მყარდება, რომელიც ადგილობრივი კომპანიების უცხოელ პარტნიორებს  რისკების წინასწარი შეფასებით მისი შემცირების საშუალებას  მისცემს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, „გირავნობის, ურთიერთგაქვითვის და  დერივატივების  შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა ამ თვის ბოლოს დაიწყება.

ცვლილებებით  ფინანსური ინსტრუმენტების  (ფორვარდები; სვოპ გარიგებები …)   პირობები, მხარეთა ვალდებულებები დეტალურად გაიწერება. ამ დროისთვის მოწესრიგებულია ის შემთხვევა, თუ ორივე მხარე ბანკია. სხვა ნაწილში კორპორაციულ კოლიეტსა და ბანკს შორს, ასევე კლიენტსა და კლიენტს შორის გარკვეული უთანხმოებები აღინიშნება, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის  დაბეგვრის ნაწილში, კაპიტალს ემატება თუ საით მიემართება;  გადასახადებს ვინ ისტუმრებს; რა მოხდება  როცა  ერთი პირი ვეღარ გადაიხდის; რა მოსდის გირაოს; როგორ ისაკუთრებს; რა სქემა მუშაობს ურთიერთგაქვითვისას.

კანონის ახალი ნორმებით გაწერილი ბაზიდან, ამ დროისთვის მოქმედ კანონმდებლობაში დერივატივების ბაზარს არცერთი კანონი არეგულირებს. დანარჩენს, „ფასიანი ბაზრის შესახებ კანონი“, ასევე „საგადახდო სისტემების და საგადასახდო მომსახურების შესახებ“ კანონი.

 

Gbc.ge

Share