Home » ფინანსები » S&P: 2020 წლისთვის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 3.5 მილიარდამდე გაიზრდება
S&P: 2020 წლისთვის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების 3.5 მილიარდამდე გაიზრდება

S&P: 2020 წლისთვის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 3.5 მილიარდამდე გაიზრდება

ვფიქრობთ, მოქნილი გაცვლითი კურსის არსებობამ, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ხელი შეუწყო საქართველოს სწრაფ ადაპტაციას გარე ფაქტორებთან, – მიიჩნევს S&P , რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი დაუდასტურა.

სააგენტოს ექსპერტების დადებითად აფასებენ ლარის გაცვლითი კურსის მიმართ სებ-ის პოლიტიკას, აღნიშნავენ, რომ სებ-ი არ ცდილობდა სისტემატურად მოეხდინა ლარის კურსის „დაჭერა“ და შედეგად, უცხოური ვალუტის რეზერვები დარჩა სტაბილურ ნიშნულზე.

„ჩვენი პროგნოზით, სებ-ის სავალუტო რეზერვები 2020 წლისთვის გაიზრდება სამიზნე $3.5 მილიარდამდე (არსებული $3 მილიარდიდან, რაც GDP-ის 20%-ის ექვივალენტია), – აცხადებს S&P Global Ratings-ი.

სააგენტო აღნიშნავს, რომ  ზედაპირული შიდა კაპიტალის ბაზარი, ისევე როგორც დეპოზიტების და სესხების შედარებით მაღალი დოლარიზაცია, აფერხებს სებ-ის შესაძლებლობებს, შიდა სავალუტო პირობებზე გავლენა მოახდინოს.

„ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა, რასაც ხელისუფლების მიერ დე-დოლარიზაციაზე  ფოკუსირება, ადგილობრივი ვალუტის სასესხო კაპიტალის ბაზრის  პოპულარიზაცია და შიდა საბანკო სისტემის გაძლიერებული ლიკვიდურობის უზრუნველყოფა განაპირობებს“, – წერს S&P.

 

წყარო: Gbc.ge

Share