Home » ეკონომიკა » საქართველოს ტერმინალებმა მიმდინარე წელს 12.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს
საქართველოს ტერმინალებმა მიმდინარე წელს 12.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს

საქართველოს ტერმინალებმა მიმდინარე წელს 12.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვარო ტერმინალებში 2017 წლის იანვარ-სექტემბრში 12.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საზღვაო ნავსადგურებში 283 319 ერთეული ტვირთის გადამუშავება მოხდა.

ოფიციალური მონაცამებით, ყველაზე მეტ 5 მილიონ ტონა ტვირთს ფოთის საზღვარო ნავსადგური მოემსახურა, 3.1 მილიონ ტონა ტვირთს კი-ბათუმის საზღვაო ნავსადგური. გადამუშავებული ტვირთვის მოცულობით მესამე ადგილზე (2.7 მილიონი ტონა) სუფსის ტერმინალია, ხოლო მეოთხე პოზიციაზე (1.3 მილიონი ტონა) – ყულევის ტერმინალი.

საანგარიში პერიოდში ყველა მეტი 229 323 კონტეინერი ფოთის საზღვარო ნავსადგურმა გადაამუშავა, 53 996 გადამუშავებული კონტეინერი კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ანგარიშზე მოდის.

Share