Home » მსოფლიო » ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ოფშორებში 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადო
ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ოფშორებში 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადო

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ოფშორებში 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადო

ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის Paradise Papers-ის დოკუმენტების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფშორებში დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადო.

საუბარია იმ თანხაზე, რომელიც ელისაბედ მეორემ მის კუთვნილებაში მყოფი ლანკასტერის საჰერცოგოდან მიიღო, რომელიც საერთო ჯამში 645 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2004-2005 წლებში 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადებული იყო კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ფონდებში.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ამ ოპერაციებში არაკანონიერი არაფერია და არ არსებობს იმის ვარაუდი, რომ დედოფალი გადასახადებს არ იხდის.

„ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია ჩვენი კონსულტანტების რეკომენდაციებს ეფუძნება. საჰერცოგომ თანხები მხოლოდ რეპუტაციის მქონე საინვესტიციო ფონდებში ჩადო“, – განაცხადა ლანკასტერის საჰერცოგოს ფინანსური სამსახურის დირექტორმა კრის ედკოკმა.

სანდრო პირველი

Share