Home » მსოფლიო » „თუ კრემლი საჭიროდ ჩათვლის საქართველოს სრულ ოკუპაციას, რუსულ ტანკებს თბილისამდე მხოლოდ ორი საათი დასჭირდება“
„თუ კრემლი საჭიროდ ჩათვლის საქართველოს სრულ ოკუპაციას, რუსულ ტანკებს თბილისამდე მხოლოდ ორი საათი დასჭირდება“

„თუ კრემლი საჭიროდ ჩათვლის საქართველოს სრულ ოკუპაციას, რუსულ ტანკებს თბილისამდე მხოლოდ ორი საათი დასჭირდება“

პოლიტოლოგ იური ფიოდოროვის განცხადებით, „საქართველო საკმაოდ სახიფათო საომარ მდგომარეობაშია“.

„რუსეთისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, თუკი ერთ დღესაც კრემლი საჭიროდ ჩათვლის საქართველოს სრულ ოკუპაციას, დღეს არსებული მდგომარეობით, რუსულ ტანკებს თბილისამდე მხოლოდ ორი საათი დასჭირდება. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სურს ქვეყნის ევროინტეგრაცია, პრობლემა არის კრემლისათვის და შესაძლოა, საბაბი გახდეს რუსეთის ძალისმიერი ქმედებებისათვის. უსაფრთხოების და თავდაცვის ერთადერთი გარანტი ნატოში გაწევრიანებაა“, – განაცხადა იური ფიოდოროვმა.

Share