Home » ბიზნესი » ყატარის ავიახაზები 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გთავაზობთ შთამბეჭდავ ფასდაკლების აქციას
ყატარის ავიახაზები 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გთავაზობთ შთამბეჭდავ ფასდაკლების აქციას

ყატარის ავიახაზები 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გთავაზობთ შთამბეჭდავ ფასდაკლების აქციას

განსაკუთრებული ფასდაკლება ეკონომ და ბიზნეს კლასის ბილეთებზე

და შესაძლებლობა მოიგოთ  პრივილეგირებული კლუბის წევრობის 20-დან ერთი ოქროს ბარათი

საქართველო–ყატარის ავიახაზები 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ შთამბეჭდავ ფასდაკლების აქციას ეკონომ და ბიზნეს კლასში. დამატებით 20 იღბლიანი მონაწილე მოიგებს პრივილეგირებული კლუბის წევრობის ოქროს ბარათს.

შეთავაზება ძალაშია 2017 წლის 01 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. მსოფლიოში აღიარებული ავიახაზების  20 წლის იუბილესთან დაკავშირებული სპეციალური  აქციის ფარგლებში გთავაზობთ  ორ ბილეთს ერთის ფასად ბიზნეს კლასში  და/ან სამ ბილეთს ორის ფასად ეკონომ კლასში. მოგზაურობის პერიოდია 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრამდე.

ყატარის სახელმწიფოს ნაციონალურიავიაგადამზიდი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამასთანავე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტის მფლობელი ავიაკომპანიაა. ახლა, 20 წლის იუბილეზეყატარის ავიახაზები, რომლის საჰაერო ფლოტიც შედგება 200-ზე მეტი თანამედროვე ავიახომალდისაგან ანხორციელებს ავიარეისებსმსოფლიოს სხვადასხვაბიზნეს და დასასვენებელ მიმართულებით ექვსივე კონტინენტზე.

2017 წელს ყატარის ავიახაზების ქსელს დაემატა ახალი მიმართულებები:  ოკლენდი, ახალი ზელანდია; დუბლინი, ირლანდია; ნიცა, საფრანგეთი; პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა. 2018 წელს დაგემილია ბევრი სხვა მიმართულების გახსნა, მათ შორის – კანბერა, ავსტრალია; სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი და კარდიფი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.

2017 წლის Skytrax-ის მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების დაჯილდოვებაზე ყატარის ავიახაზებს გადაეცა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის ლაუნჯის და ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ავიახაზის თანამშრომლების ჯილდოები.

Share