Home » ფინანსები » საფინანსო ბაზრებზე მოსალოდნელი სიტუცია – ოქროს ფასი, აღმავალ ტენდენციაში იმოძრავებს
საფინანსო ბაზრებზე მოსალოდნელი სიტუცია - ოქროს ფასი, აღმავალ ტენდენციაში იმოძრავებს

საფინანსო ბაზრებზე მოსალოდნელი სიტუცია – ოქროს ფასი, აღმავალ ტენდენციაში იმოძრავებს

საფინანსო ბაზარი ჩრდილო კორეიდან პროვოკაციის მოლოდინშია, ჩრდილო კორეა ემზადება გამოცადოს შორი მანძილის მფრინავი რაკეტა და დიდი ალბათობით ეს დღეს მოხდება, ვინაიდან დღეს აღნიშნავენ შრომის პარტიის შექმნის დღეს. კორეიდან აღნიშნული ქმედება დღეს ოქროს ფასს აძლევს ბიძგს ზრდისაკენ. 
ასევე მოსალოდნელია აშშ/იენას წყვილის დაღმავალი სვლა. 


ამ დროისათვის დოლარის შესუსტების ძირითადი მიზეზი გახლავთ გეოპოლიტიკური რისკების გააქტიურება. დაძაულია თურქეთ ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობა . მოქალაქეებზე ორივე მხარემ აკრძალა ვიზების გაცემა.


ირანმა ამერიკის მისამართით განაცხადა,რომ თუ ის ისლამური რევოლუციის დამცველებს გამოაცხადებს ტერორისტებად გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს.თურქეთმა ირანთან დადო სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ირანის ბანკებისთვის თურქული ბანკების დახმარებით გადარიცხვების ხაზი გაიხსნა. 


ამით გარკვეულწილად ირანს ბლოკადა მოეხსნა და რუსეთისა და თურქეთის გვერდით რეგიონში ირანის გავლენა გაიზრდება.


ესპანეთის მართველმა პარტიამ კატალონიის ლიდერს შეუთვალა, რომ ისინი გამოიჩენენ აგრესიულობას თუ კატალონოია გამოაცხადებს დამოუკიდებლობას. ასეთი სცენარის განვითარება ევროზე სერიოზული ზეწოლის ფაქტორია.


ბრიტანეთის პრემიერმა მეიმ განაცხადა, რომ თუ ბრიტანეთი და ევროვავშირი ვერ მორიგდებიან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მას მზადა აქვს სხვა გეგმა. 


ყველა ზემოთხსენებული გეოპოლიტიკური ფაქტორების ფონზე აშშ დოლარი დღეს შესუსტდა, მაგრამ იგი კვლავ სტარტისათვის ემზადება, მომავალი ორშაბათიდან მისი ინდექსი თამამად შეუდგება აღმავალ ტენდენციაში სვლას.

ნიკა შენგელია
საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი 

Share