Home » ეკონომიკა » “წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 %-ის ფარგლებში იქნება”
"წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 %-ის ფარგლებში იქნება"

“წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 %-ის ფარგლებში იქნება”

წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 %-ის ფარგლებში იქნება,- ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.

“ ჩვენ უკვე ეკონიმიკური ზრდის 8 თვის წინასწარი მონაცემები გვაქვს და წინასწარი შეფასებით 4.7 %-ია.  ექსპორტი საკმაოდ გაზრდილი გვაქვს, სხვა მაჩვენებლებიც გაზრდილია, რომელიც ეკონომიკაშია. კერძო ინვესტიციების ზრდა გვაქვს და შესაბამისად ეს ყველაფერი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 %-ის ფარგლებში იქნება”,- განაცხადა კაკაურიძემ.

 

Share