Home » ფინანსები » კახეთში მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 134 მილიონ ლარს მიაღწია
კახეთში მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 134 მილიონ ლარს მიაღწია

კახეთში მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 134 მილიონ ლარს მიაღწია

რთველი კახეთში აგვისტოს ბოლოს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ეტაპობრივად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წელს კახეთში 120 ათას ტონაზე მეტ ყურძნის მოსავალს ელოდნენ, ყურძნის შესყიდვის სურვილი კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან მიმდინარე სეზონზე საკმაოდ მაღალი იყო.

,,რთველი 2017″-ის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრაცია 132 ზე მეტი კომაპანიამ გაიარა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის რთველზე, კახეთში, ღვინის გადამუშავების ნაწილში, ყურძენზე სუბსიდირება არ განხორციელებულა, რაც ღვინის სტაბილურად მზარდი ექსპორტის გამო, კერძო სექტორის მხრიდან ყურძნის შესყიდვით დაინტერესების ზრდით იყო განპირობებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 134 მილიონ ლარს მიაღწია. ღვინის ქარხნებში 14 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი.

 

Share