Home » საზოგადოება » “20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და “ჩქარ-ჩქარა” არ ჭამონ”
"20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და "ჩქარ-ჩქარა" არ ჭამონ"

“20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და “ჩქარ-ჩქარა” არ ჭამონ”

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში 20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და “ჩქარ-ჩქარა” არ ჭამონ. ჟურნალისტის კითხვაზე – ხომ არ გაუჭირდებათ ბავშვებს დიდი შესვენების შემდეგ, სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ, მინისტრმა განმარტა, რომ ბავშვები აუცილებლად შეძლებენ სასწავლო პროცესში დაბრუნებას.

“ჩვენ როდესც ვსწავლობდით, ვახერხებდით 20-წუთიანი შესვენების შემდეგ სწავლისთვის დაბრუნებას. აუცილებლად შეძლებენ. თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წახემსებას ჰქონდეს საკმარისი დრო, რომ ჩქარა-ჩქარა არ ჭამონ, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. შესვენების გახანგრძლივების ძირითადი მიზანი ესაა ნელა და მშვიდად წახემსება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

Share