ახალი ამბები

სხვა სიახლეები
სოზარ სუბარი: ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონო...

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ოპოზიციის შენიშვნებს, რომლის მიხედვითაც, კანონმა შესაძლოა გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო და ქვეყანა შავი ფულის სამრეცხაო ინსტრუმენტად იქცეს.„ნამდვილად არ ვაპირებდი ამ საკითხზე გამოსვლას, იმდენად ნათელი და მარტივია ყველაფერი, მაგრამ მართლა ბნელი ჰგონიათ ეს ხალხი და მართლა ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ.მარტივად არის საქმე: ფული არის ოფშორში. თუ საქართველოში შემოვა ეს ფული, ამით თურმე საქართველოს მოსახლეობა გადასახადებს და ფულს დაკარგავს. არადა, ის ფული საქართველოში შემოსვლას არ აპირებს, თუ სპეციალურ პირობებს არ შეუქმნი. თუ შეუქმნი საშეღავათო პირობებს და თუ მართლა შემოვა ეს ფული საქართველოში, დაბანდდება აქ, გაიხსნება საწარმო, შეიქმნება სამუშაო ადგილი, ადამიანი აიღებს ხელფასს, გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შევა ბიუჯეტში; ქონება, რომელიც დაფუძნდება, გადაიხდის ქონების გადასახადს, ბიზნესი გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, დღგ-ს სახით, რომელიც შევა საქართველოს ბიუჯეტში... ეს არის საქართველოს ეკონომიკის წინსვლა და ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?როცა ლაპარაკობენ, რომ ეს გამჭვირვალე უნდა იყოს - გაუმჭვირვალეა სწორედ ის ფული, რომელიც არის ოფშორში და თუ შემოვა ქვეყანაში, ის ავტომატურად გამჭვირვალე გახდება.როცა „პანამა ფეიფერთან" კავშირში ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, ძალიან კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილმა როგორ იშოვა ფული, მაგრამ ამ „პანამა ფეიფერსის" ქაღალდებზე გამოჩნდა ძალიან ბევრი ქართული სახელი. მაგალითად, დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ყაჩაღი, მძარცველი და ქურდი ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების. ასევე, გამოჩნდა რუსი ბიზნესმენისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას სახელი, რომელმაც, თუ სწორად ვიცი, რამდენიმე დღის წინ განაახლა რუსული პასპორტი და დღემდე რუსეთის მოქალაქე და ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენია.გამოჩნდა „ნაცმოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილის სახელი, რომელიც დავით იაკობაშვილის ბიზნესპარტნიორი თუ რაღაც ასეთი ყოფილა. გამოჩნდა ქართველი, „ნაცმოძრაობის" წევრის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, კახა დამენიას სახელი, რომელმაც, როგორც ჩანს, მილიონები იშოვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას. გამოჩნდა კიდევ არაერთი ცნობილი სახე „ნაცმოძრაობიდან". ესენი არიან ის კრიმინალები, რომლებიც აზიანებენ ქვეყანას, თორემ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფულის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს წინსვლას და ამ ქვეყანაში ქველმოქმედებას მოახმარა. ნეტა, ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი ამის მეათედს კი არა, მეათასედს აკეთებდეს, გაცილებით უკეთესად იქნებოდა დღეს საქართველოში ეკონომიკის საქმე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

1713446456

სებ-ი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოს...

დღეს, ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერს შეხვდნენ.ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფასების სტაბილურობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯზე და აღნიშნა, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მისივე თქმით, იმპორტის ზომიერი ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის ბალანსი კვლავ მდგრადია ექსპორტის, მათ შორის IT და მომსახურების სექტორის ზრდის ხარჯზე."სავალუტო ბაზარზე სტაბილური ვითარება ნარჩუნდება, რაც საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ რეზერვების დაგროვება. ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლას, თუმცა ფრთხილად აანალიზებს ახალ მონაცემებს და ითვალისწინებს არსებულ რისკებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს, ასევე იმ დადებით შედეგებს, რომელიც გატარებული ეკონომიკური პოლიტიკით იქნა მიღწეული. ხაზი გაესვა ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარებას, ფინანსური სექტორის მდგრადობასა და რეგიონულ გაფართოებას.შეხვედრაზე ისაუბრეს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის 400 ათას ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებას.

1713445035

თაფლის მწარმოებელი კომპანია "ლამარია" ბიომეურნეობის განვითარებას გეგმა...

როგორც კომპანიის დირექტორი ლევან ბიგვავა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, სერტიფიცირების პროცესს "ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის" ხელშეწყობით გაივლის. კომპანია ამ ეტაპზე 4 სახის თაფლს აწარმოებს, როგორიცაა  აკაცია, ალპური, წაბლის და შერეული (წაბლის და ცაცხვის). წლის ბოლომდე ასორტიმენტს ყვავილის თაფლი, ფიჭვის და ჯარა თაფლი დაემატება."ლამარიას“ გაფართოების პროექტის განხორციელება დაახლოებით 60 000 ლარი უჯდება. რაც შეეხება წლიურ წარმადობას, 6 ტონის ფარგლებშია. ნედლეულს კომპანია გამოცდილი მეფუტკრეებისგან ყიდულობს. თაფლის შესყიდვამდე ხდება ნიმუშების ლაბორატორიაში მიტანა და შემოწმება, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში პროდუქტის მიწოდება ხდება საწარმოში, სადაც დანერგილია უმკაცრესი სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO22000.როგორც ბიგვავა აცხადებს, წარმოების 50% ექსპორტზე  ჩეხეთში გადის, მომავალი წლიდან კი კომპანია საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს როგორც ევროკავშირის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში. 2023 წელს  კომპანიამ ევროკავშირის ბაზარზე (ჩეხეთში) 6 ტონამდე  ბრენდირებული თაფლი გაიტანა.ადგილობრივ ბაზარზე  ‘’ლამარიას“ პროდუქტი  წელს პირველად გაიყიდა. პროდუქტი პრემიუმ კლასისაა და  წარმოდგენილია ძირითადად  ბუტიკურ მაღაზიებში: "წისქვილი ბაზარის" მაღაზიებში,’’ზესტის’’ რესტორანში, "წერტის" და "8000 მოსავალის" მაღაზიათა ქსელებში."მთელი ძალისხმევა მიმართულია, რომ ბიოსტანდარტი დავნერგოთ. ზოგადად, ბიომეურნეობაზე გადასვლა ურთულესი პროცესია. მიგვაჩნია, რომ ქართული თაფლი იმსახურებს დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო მეფუტკრეობის საუკეთესო პროდუქტებს შორის. სერტიფიკატი ამაში ძალიან დაგვეხმარება. ‘’ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციაში’’ ვერთიანდებით და შესაბამისად გვიწევს იმ სტანდარტების დაცვა, რაც საჭიროა ბიოპროდუქტის  მისაღებად, ოფიციალურ სტატუსზეა საუბარი, ჩვენი პროდუქტი ისედაც 100%-ით ნატურალურია. სერტიფიკატში ასოციაცია წლიურად 35 000 ლარს იხდის,  იმის მიუხედავად, რა მოსავალს იღებს.  ცხადია,  რაღაც ნაწილში ჩვენც შევეხიდებით“, - განმარტავს ლევან ბიგვავა.როგორც მეწარმე აღნიშნავს, ყველაზე მეტი მოთხოვნა ალპურ თაფლზეა, რომლის წილიც ‘’ლამარიას“ წარმოებაში  40%-ს იკავებს.კომპანია 2021 წელს დაარსდა და ამ დროისთვის  5 ადამიანია დასაქმებული.  კომპანიას საკუთარი წარმოება არ აქვს, პროდუქტის დაფასოება ხდება აჭარაში, დაბა ქედაში,  "აგრო ქედას" მიერ,  რომელიც "ლამარიას" კონტრაქტორი კომპანიაა.BP.GE

1713440403

საზოგადოებრივი კვების 24 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა -...

სააგენტოს განცხადებით, შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.„სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით შეამოწმეს საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის, თბილისში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 200-მდე  ბიზნესოპერატორთან; 24 ობიექტში, მათ შორის თბილისში - 14-ში,  გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.გარდა ამისა, დოკუმენტური შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, ვადაგასული სურსათი; ბიზნესოპერატორებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე  ზედამხედველობა სააგენტოს ინსპექტორებმა განახორციელეს.სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტად ახორციელებს საზკვების ობიექტების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში. შედეგების შესახებ საზოგადოება რეგულარულად არის ინფორმირებული“, - აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

1713434315

Forbes-ის რეიტინგში რუსების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა - სიის სათავ...

ეს ყველაზე მაღალი შედეგია მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენების სიის მთელ ისტორიაში. რეიტინგში რუსების რაოდენობის წინა რეკორდი 2021 წელს დაფიქსირდა - 123 ადამიანი.უმდიდრესი რუსების ჯამური სიმდიდრე წელიწადში 14%-ით გაიზარდა და 576,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც Forbes-ი აღნიშნავს, ეს მაჩვენებელი 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე დაბალია, როდესაც 123 რუსი მილიარდერის საერთო კაპიტალმა მიაღწია 606,2 მილიარდ დოლარს.რუს ბიზნესმენებს შორის სიის ლიდერი იყო ლუკოილის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი, რომლის ქონებაც 28,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რეიტინგში შემდეგია Severstal-ის მთავარი აქციონერი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ალექსეი მორდაშოვია ($25,5 მილიარდი). ხუთეულს ნორილსკის ნიკელის პრეზიდენტი ვლადიმერ პოტანინი ხურავს (23,7 მილიარდი დოლარი).ბიზნესმენის, Eurochem-ის დამფუძნებლის, 2023 წლის ლიდერის ანდრეი მელნიჩენკოს ქონება 21,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ის მეშვიდე ადგილზე დაეცა.

1713433683

საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით! - კახა...

„დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი - 95 %-მდე ქართველი.და საერთოდ რა შუაშია „ოცნება“ ?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ ოფსაიდშია, რაც  2024 წლის არჩევნებში გარდაუვლად გაფორმდება!“ 

1713432373